ალუდა ღუდუშაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 2 ოქტომბერი, მით უფრო ტოქსიკურია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.
„რაც უფრო ახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების 2 ოქტომბერი, მით უფრო ტოქსიკურია მათი ქმედებები - არაფერს ერიდებიან და ყველაფერზე არიან წამსვლელები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.