გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ არანაირ სააგიტაციო, საარჩევნო კამპანიას არცერთი ოპოზიციური პარტია და მათი კანდიდატი არ ატარებს.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღე ცდილობს, ჩირქი მოსცხოს წინასაარჩევნო პროცესს.
„ისინი ყოველდღე ცდილობენ, რომ შემოიტანონ დესტრუქცია და ცხადია ისინი (რადიკალური ოპოზიცია) არ ემზადებიან 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან, რომ 3 ოქტომბერს დადგან მორიგი სპექტაკლი, რაც 20/20-ის არჩევნებზე სცადეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
11 დღეში თვითმმართველობის არჩევნებია. მმართველი პარტიის ლიდერები შეხვედრებს მართავენ.