მთავარი გზავნილი ევროპარლამენტარებისთვის და საერთოდ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს არანაირი ეჭვის საფუძველი ამ არჩევნების შემდეგ არ უნდა იყოს.
„ვხედავთ, რომ არანაირი განსაკუთრებული გაუგებრობა, წინააღმდეგობა, ეჭვი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საქართველო ყალიბდება ევროპის შემადგენელ ნაწილად თავისი წინააღმდეგობებით, სამწუხაროდ ძალიან დიდი პოლარიზაციით, რასაც ყველა აღნიშნავს და საერთო შთაბეჭდილება არის, რომ ეს მწვავე დაპირისპირება საქართველოში უნდა დასრულდეს სწორედ იმით, რომ მხარეებმა აღიარონ თამაშის საერთო სტანდარტები, რისკენაც იმედი მაქვს მივდივართ და იმედი მაქვს რომ ეს არჩევნები ამ მხრივ მართლაც გარდამტეხი იქნება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ქართველი პარლამენტარები ბრიუსელში ევროპელ კოლეგებსაც ხვდებიან. ევროპარლამენტიდან 7-კაციანი დელეგაცია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვა.