მიუხედავად იმისა, რომ მეტ გალა 2021-ის გახსნიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა, ღონისძიების სკანდალური მოვლენები აქტუალობას ჯერაც არ კარგავს. Machine Gun Kelly-ისა და კონორ მაკგრეგორის ფიზიკური დაპირისირების ვირუსულად გავრცელების შემდეგ საზოგადოების ყურადღებას ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე ჰეილი ბოლდვინი იქცევენ.
წითელ ხალიჩაზე მისულ ვარსკვლავებს შესასვლელში სელენა გომეზის გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებიც აგრესიული შეძახილებით მოდელ ჰეილი ბოლდვინს მიმართავდნენ და გამუდმებით სელენას სახელს ახსენებდნენ.
მომღერლის გულშემატკივრების შეძახილების მოსმენის შემდეგ ჰეილი ბიბერმა ტირილი დაიწყო, შემდეგ კი გვერდით მდგომ ქალბატონს სათვალე გამოართვა ცრემლების დასაფარად და ფოტოგრაფების წინ პოზირება გააგრძელა.
როდესაც ჯასტინმა მეუღლის თვალებზე ცრემლები დაინახა, თავადაც ატირდა.