მარინა კალიურანდი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე: ჩვენი მოწოდებაა არ შეიქმნას დამატებით პოლარიზაცია ან დამატებითი პრობლემები

მარინა კალიურანდი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე: ჩვენი მოწოდებაა არ შეიქმნას დამატებით პოლარიზაცია ან დამატებითი პრობლემები

კომენტარი მედიასთან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმაც გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები იყო, თუმცა მხარეებმა ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საკითხიც განიხილეს.

„რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, განვიხილეთ ეს საკითხი. სააკაშვილს იცნობენ საქართველოში, ზოგს მოსწონს სააკაშვილი, ზოგს ის სძულს, მაგრამ ის ცნობილი ფიგურაა და მას შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა ქვეყნის გარედანაც. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ჩვენი მოწოდებაა არ შეიქმნას დამატებით პოლარიზაცია ან დამატებითი პრობლემები, რადგან ისედაც რთული პერიოდია და არჩევნებია. მე არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ რეკომენდაციის მიცემა შემეძლოს წასვლაზე ან წაუსვლელობაზე. მე მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს ისე, როგორც მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ქართველ პოლიტიკოსს, მათ პოლარიზაცია არ უნდა გაამძაფრონ, არ უნდა დაძაბონ და გაამწვავონ პოლიტიკური მდგომარეობა და ძალიან ყურადღებით განიხილონ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი. საქართველოს არ სჭირდება პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება სამართლიანი არჩევნები, მხარეების მიერ არჩევნების შედეგების აღიარება“, - განაცხადა კალიურანდმა.

მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდა.