„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც პოლიტიკურ ველზე დარჩა და ეს დემოკატიის დამსახურებაა - „ოცნება“ ისე არ ექცევა მათ, როგორც იმსახურებენ“

„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც პოლიტიკურ ველზე დარჩა და ეს დემოკატიის დამსახურებაა - „ოცნება“ ისე არ ექცევა მათ, როგორც იმსახურებენ“

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქართული პოლიტიკური სივრცე სხვადასხვა საინტერესო ამბებით დაიტვირთა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, თუმცა, სასამართლო სისტემის რეფორმა კვლავ ჩავარდა. ამას მოჰყვა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებიც, სადაც ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას.

ასევე, ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს და, რომ ქართული მართლმსაჯულების არ ეშინია.

მიმდინარე ქართულ პოლიტიკურ მოვლენებს fo.ge-თან ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აფასებს.

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები სასამართლო რეფორმისა და საკონსტიტუციო რეფორმების ჩაგდებასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამენ. მათი თქმით კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, რათა საქართველოს ჰქონდეს მიუკერძოვებელი მართმსაჯულების რეფორმა. როგორ შეაფასებდით ელჩების ამ კრიტიკას?

- ელჩების განცხადება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად პარლამენტის მიმართ იყო გაკეთებული, რადგან პარლამენტმა ამ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, შანსი იყო იმისა, რომ პროკურორის არჩევის წესი მაქსიმალურად ყველა ძალისთვის მისაღები გამხდარიყო. თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, ჩანაწერი რომელიც გვქონდა, რომ არ იმუშავებდა ნათელი გახდა იმ თვალსაზრისით, რომ იგივე ჩანაწერს თავის დროზე ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. ვგულისხმობ, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესს, სადაც ასევე განსაზღვრული იყო ქვორუმი. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია დიალოგში ჩართულიყო და ჩვენ გვყოლოდა 5 წლით ცესკოს თავმჯდომარე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ მხოლოდ 6 თვით აგვერჩია. ამ შემთხვევაშიც იგივე გააკეთეს. რაც ყველაზე მთავარია, პროკურორი რომელიც ამ წესით იქნებოდა არჩეული - ერთი წლის ვადით, ის კიდევ მეტად პოლიტიზირებული გახდებოდა. ასევე, საუბარი იყო, რომ პროკურორი 2 წლით ყოფილიყო არჩეული, მაგრამ საბოლოოდ ეს შეთანხმება არ შედგა.

სასამართლო რეფორმას რაც შეეხება, ეს რეფორმა გრძელდება. საქართველოს, რომ კარგი მართმსაჯულების სისტემა სჭირდება, ამას ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ ათვითცნობიერებს.

თუმცა, პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და ახალი რეფორმით 2024 წლის არჩევნებზე ბარიერი 2% იქნება. ამ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა და აქაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვერდზე გადგა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში რა აღარ მოეწონათ?

- მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ნაწილი უკვ შესრულდა და ნაწილზე კი „ქართული ოცნება“ დანაპირების შესრულებას აგრძელებს. ამის ნათელი მაგალითია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ზუსტად იმ ფორმით, რომელიც იყო შეთანხმებული სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.

საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გაჩნდება ახალი პოლიტიკური პარტიები და 2024 წელს კიდევ უფრო მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ?

- 1%-ანი ბარიერის დაწესებამ ბევრი ახალი პოლიტიკური ძალა გააჩინა. რა თქმა უნდა, დაბალი ბარიერი ყოველთვის არის ცდუნება ადამიანებისთვის, რათა პოლიტიური პარტიები შექმნან. ასეთი პარტიები გასულ წელსაც ბევრი შეიქმნა, მაგრამ 51-მა პარტიამ ის 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და მხოლოდ 9 სუბიექტი მოხვდა პარლამენტში. 2%-იანი ბარიერი კიდევ უფრო მაღალია იმ პარტიებისთვის, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მოხვდეს პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში 2024 წელს, ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება. თუმცა, ის 9-სუბიექტინი პარლამენტი არ იქნება. მაგრამ თუ ბარიერს არ შევცვლიდით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გადალახავდნენ.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეძლებდა მხოლოდ ეს ორი პარტია 5%-იანი ბარიერის დაძლევას?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიად ნუ აღვიქვამთ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ კიდევ 1995 წლიდან პოლიტიკაშია. მათ ჰყავთ მხარდამჭერები, როგორც მედიაში, ასევე საზოგადოების ნაწილში.

ჩვენ კარგად გვახსოვს გრძელვადიან პოლიტიკურ პარტიებს რა ბედი ეწვიათ, მაგალითისთვის „მოქალაქეთა კავშირს“. ელით იგივე ბედი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“? ორივე პარტია უკვე წლებია ქართულ პოლიტიკურ სივრცეს იკავებს.

- „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც პოლიტიკურ ველზე დარჩა. ეს ყველაფერი ქართული დემოკატიის დამსახურებაა, იმის თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ ისე არ ექცევა მათ, როგორც იმსახურებენ. რაც შეეხება „მოქალაქეთა კავშირს“, ეს პარტია არის მიხელ სააკაშვილის, გია ბარაბიძის, ხათუნა გოგორიშვილისა და სხვა დანარჩენების, რომლებიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებად მოგვევლინენ. უბრალოდ, სახელი ჩანაცვლდა - შევარდნაძე წავიდა, დანარჩენები კი პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლების შემდეგ, პარტიამ რამდენიმე თავმჯდომარე გამოიცვალა, მოხდა თაობათა ცვლა.

გვერდს ვერ ავუვლით ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილს, რომ ის არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ ნაბიჯის გადადგმას ექს-პრეზიდენტი თუ ესეც მისი მორიგი ტყუილი დაპირებაა?

- მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არაა. მისი ეს ყოველწლიური განცხადებები ემსახურება იმას, რომ მოახდინოს მაქსიმალურად მხარდამჭერების ორგანიზება. მის განცხადებებს სხვა ფუნქცია არ აქვს. საქართველოს კონსიტუციის დარღვევით ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყო წარდგენილი. გასულ წელს უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები იყო და მაშინ ვერ გაბედა ჩამოსვლა. ახლა კი, თვითმმართველობის არჩევნების დროს, მის ჩამოსვლას არჩევნებზე გავლენა არ ექნება.

მას ქართული მართლმსაჯულების ეშინია?

- მიხელ სააკაშვილი თითქმის ერთადერთი პრეზიდენტია, თუ არ ჩავთვლით ახლა უკვე ავღანეთის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც პრეზიდენტის რანგში ქვეყნიდან გაიქცა. სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას გაექცა. მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს და ბუნებრივია, მან ძალიან კარგად იცის, რომ ის თუ საქართველოს საზღვარს მოუახლოვდება, მას ქართველი სამართალდამცველები პირდაპირ მატროსოვის ციხეში წაიყვანენ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება და ამ დროის განმავლობაში ვხედავთ, რომ ექს-პრემიერის გუნდს მისი თანაპარტიელები ტოვებენ, იგივე მოხდა ახლა უკვე „ლელოშიც“. რატომ ეცლებათ მხარდამჭერები?

- თუ გახარიას პარტიას შევეხებით, მუდმივად არსებობდა მოლოდინები და ამ მოლოდინებს თავად გახარია უწყობდა ხელს, რომ თითქოს, ისინი იყვნენ ბიძინა ივანშვილის მხრიდან მხარდაჭერილი. თუ გახარიასთან წავიდოდნენ, ამით ივანიშვილს არ უღალატებდნენ. თუმცა, ამ ხალხმა დაინახა, რომ გახარია კალაძეს დაუპირისპირდა, რათა ნიკა მელიასთვის მეორე ტურისთვის შანსები გაეზარდა. ამიტომ, მოღალატე ადამიანთან გუნდში ყოფნა აღარ უნდათ.

თქვენ ახსენეთ, რომ გიორგი გახარია მოღალატეა და ეს კალაძემაც განაცხადა, რომ მან გუნდს უღალატა და ის არ თამაშობდა გუნდურ თამაშს. თუ ასე იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ იყო ის „ოცნების“ პირველი ნომერი?

- გიორგი გახარიასთან დაკავშირებით რამდენიმე ინციდენტი არსებობს, ეს იყო - პანკისის ამბები, ბასიანის თემა და 20 ივნისის ამბები. თუმცა, გუნდმა ნაცვლად იმისა, რომ ის გადაეყენებინათ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, დააწინაურა. მაგრამ ვნახეთ გახარია როგორი „მადლობელი“ აღმოჩნდა. გახარიასთან დაკავშირებულ დაშვებულ შეცდომებს „ქართული ოცნების“ წევრები აღიარებენ. გუნდური თამაში იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად უნდა გადაინაწილოს. რაც შეეხება მის სიის პირველ ნომრობას, ის მაშინ იყო პრემიერ-მინისტრი და ეს აპრობირებული მეთოდია, რომ პრემიერ-მინისტრი სიის პირველი ნომერი იყოს. გიორგი გახარია არჩევნების შემდეგ, კვლავ იქნა დამტკიცებული აღნიშნულ პოსტზე, თუმცა, ვნახეთ, როგორი „მადლიერი“ აღმოჩნდა 2021 წლის თებრვალში.

დაბოლოს, თქვენ კახა კალაძემ საკრებულოს სიის წარდგენისას დაგასახელათ. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- შეთავაზება მივირე ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძისგან. ეს არ იყო რთული გადაწყვეტილება. ნებისმიერი თბილისელისთვის საპატიოა იყოს საკრებულოს წევრი, ემსახუროს საკუთარ ხალხს, ქვეყანას. ვფიქრობ, უფრო რთული გადაწყვეტილების მიღება კი არა, არამედ ამ ნდობის გამართლება.

Aburjga Tasmanieli დემოკრატია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართველი ხალხის მტერი #1! თემურ ლენგი 21 საუკუნე!
2 წლის უკან
trampi ჰოოოდა ნაცებს როგორც ეკუთვნით, ისე რომ არ მოექცნენ---ექცევიან იმიტომაც მიირთმევენ ესენი დედიმისისას....ამიტომ ესენიც ზედ არიან დესერტად მისაყოლებლები
ეხლა ცოტა გაბედულად ხო თქვეს უარი----არ გვინდა თქვენი ვალიო, ხომ არ დაუჯერეს?/ ესე არ დაუჯერონ ნაცების დაქიძვაშიც ......დაქინძონ დასაქინძი ნაცები და ყველაფერიც დამშვიდდება
2 წლის უკან