„სააკაშვილი ბათუმში ზღვით შემოვა - როგორც უკრაინაში შეიჭრა, ისე შემოვა საქართველოში და გამაგრდება ბათუმში“

„სააკაშვილი ბათუმში ზღვით შემოვა - როგორც უკრაინაში შეიჭრა, ისე შემოვა საქართველოში და გამაგრდება ბათუმში“

„ეს იყო პოლიტიკური რეფორმებისთვის განსახორციელებელი თანხა. ეს არის ყველაზე დაბალპროცენტიანი სესხი. ჩავთვალოთ, რომ ევროკავშირმა მოგვცა მაპი, - ეს იყო თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს“, - ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ For.ge-ს განუცხადა.

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ უარი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ სესხზე და რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

- ეს, ფაქტობრივად, იყო დახმარება, მართალია, დაბალპროცენტიანი სესხით გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ ეს თანხა, როგორც სესხი ჩამოიწერებოდა ევროკავშირის მიერ.

ამ სესხზე უარის თქმა ნიშნავს, 2024 წელს ევროინტეგრაციაზე უარს. ეს ასევე ეხება საქართველოს კონსტიტუციის 278-ე მუხლს, სადაც ჩაწერილია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ორიენტირებულია ევროკავშირში გაწევრიანებაზე, უარი კი არაკონსტიტუციურია.

საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ ნაბიჯს „გაუგებარი“ უწოდა...

- სწორია, ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტის ამ მოსაზრებას. მართლაც გაუგებარია, რომ საქართველო უარს აცხადებს ევროინტეგრაციის პროცესზე. ეს სწორედ 2024 წელს, ევროკავშირში საქართველოს წევრობის დაყენების ხელშეწყობის მიზნით იყო გაკეთებული.

ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თითქოსდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის მიმართული. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს განპირობებული და განმეორდება თუ არა იგივე, რაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იყო?

- „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი ნაბიჯების პროპორციულად აკეთებს განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი. აშკარაა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს და საქართველოს პრეზიდენტმა, შესაძლოა ითქვას, რბილი განცხადება გააკეთა, თუმცა, იყო აბსოლუტურად სწორი განცხადება.

ასევე მინდა შევეხოთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერია 19 აპრილის შეთანხმებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ იგი ანულირებულად გამოაცხადა. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით და შესაძლოა თუ არა, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ?

- ყველა შემთხვევაში მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, განსაკუთრებით, ამ ბოლო პროცესების ფონზე. ვითარება ისე მიდის, კიდევ რამდენი შეცდომას დაუშვებს „ქართული ოცნება,“ წინ არის ყველაფერი. ნამდვილად არ შეესაბამება დღევანდელი პარლამენტი პოლიტიკურ მარკეტოლოგიურ მოთხოვნებს.

გამოჩნდა რამდენი პოლიტიკური ძალა, რომლებმაც სერიოზული განაცხადი გააკეთეს, პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ავიღოთ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლა, ახალი პოლიტიკური დაჯგუფებების შექმნა, ახალი აქტორების შემოსვლა და ა.შ. გაამრავალფეროვნა პოლიტიკური სპექტრი. პოლიტიკურ ველზე მოთამაშეების, აქტორების ნაწილი ისე გადანაწილდა, რომ მოითხოვს უკვე ახალ ძალთა ბალანსის ასახვას საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი. დღევანდელი საქართველოს პარლამენტი კი, ნამდვილად არ ასახავს იმ პოლიტიკურ რეალურ სპექტრს, რომელიც არის წარმოდგენილი.

ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ გააჩნია უმრავლესობა, ამ არჩევნებზე, ეს ძალა შესაძლოა, მესამე ადგილზეც კი ვიხილოთ. „ქართული ოცნება“ იმეორებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს. გახარიას შემოსვლით და კალაძის დაყენებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა თბილისზე კონტროლი. კახა კალაძის გუნდი ემიჯნება „ქართულ ოცნებას,“ ფორმალურად ისინი არიან „ქართულ ოცნებაში,“ მაგრამ ვფიქრობ, რომ კალაძე აყალიბებს ახალ პოლიტიკურ ძალას და ემიჯნება „ქართულ ოცნებას“. თუ კალაძე მერი გახდება, მეორე დღესვე ის და მისი გუნდი გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“ და „ოცნება“ დაიშლება.

კახა კალაძის გუნდი ძალიან მაგონებს ზურაბ ჟვანიას ანალოგიური ტიპის ბრენდს, როდესაც 1999 წელს გაჩნდა ზურაბ ჟვანიას გუნდი, რომელიც ემიჯნებოდა „მოქალაქეთა კავშირს“. როგორც კი ჩატარდა არჩევნები, „მოქალაქეთა კავშირმა“ გაიმარჯვა პარლამენტში, 2000 წელს ზურაბ ჟვანიას გუნდი გამოეყო „მოქალაქეთა კავშირს,“ შექმნა ცალკე პოლიტიკური გაერთიანება, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა მათ ისედაც შერყეულ იმიჯს. დღეს კახა კალაძე იმეორებს ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ სტრატეგიას.

როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია გიორგი გახარიასა და კახა კალაძის ალიანსი?

- ის შეხვედრა, რომელიც შედგა კალაძესა და გახარიას შორის, იქ მხოლოდ იმაზე არ იქნებოდა საუბარი, რომ გახარია მივიდა და ზრდილობის გამო უთხრა, რომ ასახელებდა კანდიდატურას. როგორც ჩანს, აქ არის საიდუმლო გარიგება კალაძესა და გახარიას გუნდს შორის, რომლის მიხედვითაც თუ დავუშვებთ, რომ კალაძე გაიმარჯვებს თუ გახარია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, კალაძის გუნდი გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“ და ეს ორი ჯგუფი გაერთიანდება, შექმნის ერთიან პოლიტიკურ კოალიციას და მეტ-ნაკლებად, შეინარჩუნებს უმრავლესობას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში.

ფიქრობთ, რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის „პროექტი“?

- კალაძე და გახარია დამოუკიდებლები არიან ბიძინა ივანიშვილისგან და ასევე არიან ფინანსურად უზრუნველყოფილი. ივანიშვილმა პოლიტიკური წონა დიდი ხანია დაკარგა. რა თქმა უნდა, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი და არც კალაძე, მათ შორის.

ანუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და არც გახარიას და არც „ქართული ოცნების“ ზურგს უკან არ არის?

- ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისაგან პოლიტიკური ცდომილებით დიდად არ გამოირჩევიან, ერთი პოლიტიკური კულტურის დონეზე არიან. ორივე კულისებიდან მართავს პროცესს და არც ერთს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება.

სააკაშვილიც გამოჩნდება მალე, ის საკმაოდ სერიოზული განცხადების გაკეთებას აპირებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოში შემოვა და მოვლენები სხვანაირად განვითარდება.

სიტუაცია ისე აიმღვრა და „ქართულ ოცნებას“ იმდენად არავინ უსმენს, რომ დიდი ალბათობით, ჩამოვა. „ქართული ოცნების“ გამო, სააკაშვილმა სერიოზული წონა შეიძინა საქართველოში. მას გააჩნია 30%-იანი მყარი მხარდაჭერა და ის მას გამოიყენებს მისთვის ეფექტურად. ბათუმში ჩამოვა, ზღვით შემოვა და აქ დახვდებიან - როგორც უკრაიანში შეიჭრა, ისე შემოვა საქართველოში, გამაგრდება ბათუმში. სწორედ აქამდე მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ მდგომარეობა.

Katana , ვ. მაისაია:
"ამ სესხზე უარის თქმა ნიშნავს, 2024 წელს ევროინტეგრაციაზე უარს.
ეს სწორედ 2024 წელს, ევროკავშირში საქართველოს წევრობის დაყენების ხელშეწყობის მიზნით იყო გაკეთებული."
?
"გახარიას შემოსვლით და კალაძის დაყენებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა თბილისზე კონტროლი."
?
"კალაძე აყალიბებს ახალ პოლიტიკურ ძალას და ემიჯნება „ქართულ ოცნებას“. თუ კალაძე მერი გახდება, მეორე დღესვე (Sic!) ის და მისი გუნდი გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“ და „ოცნება“ დაიშლება."
?
"სააკაშვილი ბათუმში ზღვით შემოვა და აქ დახვდებიან. როგორც უკრაიანში შეიჭრა, ისე შემოვა საქართველოში და გამაგრდება ბათუმში."
?
ბრავო!
ერთბაშად ჩამოიტოვა უკან ყველა - ხუხაშვილიდან ლელა კაკულიამდე!
2 წლის უკან
Lolo47 ეტყობა, ნაცრეჟიმის დროს ციხეში იმდენი ურახუნეს თავში, მოგვიანებით, მაგრამ შედეგი დადგა. მახსოვს ჯერ კიდევ 6-7 წლის სხვა ნოტებზე ჟღურტულებდა. ახლა, ეს ვითომ ნააზრევი, ვინმე ჩიტაძის ნაბოდვარისგან არაფრით განსხვავდება!!!
2 წლის უკან
ლევკოთეა რა სჭირს ამას?
2 წლის უკან
9gramm ვანგა არ ვარ, მაგრამ მგონია რომ სააკაშვილი ვერ გაბედავს საქართველოში ჩასვლას.უკრაინაში გამოუვიდა იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი (ავაკოვი) გადაუდგა პოროშენკოს, ხელი არ გაანძრია მიშას გასაჩერებლად.. ძალოვანი სტრუქტურები თუ გადაიბირეს ნაცებმა....ოოოო
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვახტანგ, საქარტელოს ევროინტეგრაცია ფაქტიურად არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წაშლა, ქართველი ერის დემოგრაფიული სიკვდილი! ამას კაცი რომ ვერ ხვდები და კიდევ პროფესოი ვარო იმეორებ, უბრალოდ სირცხვილია!
2 წლის უკან