ამდენი ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს - დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გახარია აკრიტიკებს გუნდს, რომელიც „მძიმე დანაშუალებისა და შეცდომების მიუხედავად, მას ბოლომდე გადაეფარა“.
„ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? მასთან იყო მთელი გუნდი, პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია. ჩვენ კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის - დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობისა, არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს რამდენიმე ადგილას. ამდენი ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო, ეს იყო გუნდი, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის, შეცდომის თუ გადაცდომის შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა