ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის ზემოქმედებამ, შეიძლება, ბავშვები სიმსუქნე გამოიწვიოს და ისინი ასთმის უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენოს, - ინფორმაციას BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ბავშვებში, რომლებიც დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ, ასთმის რისკი 79%-ით იზრდება.
მეცნიერებმა, 12 სკოლიდან, 3 157 მოსწავლე შეისწავლეს. მათგან ნაწილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში - დელიში ცხოვრობს, ნაწილი კი, შედარებით სუფთა ჰაერის მქონე კოტაიამსა და მაისურუში. დადგინდა, რომ დელიში მცხოვრები ბავშვების 39.8%-ს სიმსუქნე აწუხებდა, მაშინ, როცა დანარჩენ ორ ქალაქში ეს მაჩვენებელი 17%-მდეც არ იყო. ამავე კვლევის თანახმად, დელიში მცხოვრებ მოსწავლეებში ბევრად მეტადაა გავრცელებული ასთმისა და ალერგიის სიმპტომები.
კვლევა, რომელიც Lung Care Foundation-მა და Pulmocare Research and Education-მა ჩაატარეს, პირველია ინდოეთში, რომელიც ბავშვებში სიმსუქნის, ასთმისა და ჰაერის დაბინძურების ურთიერთკავშირის დადგენას ისახავდა მიზნად.