გიორგი აბაშიძეს აფხაზ სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებენ.

გიორგი აბაშიძეს აფხაზ სეპარატისტებთან კავშირში ადანაშაულებენ.

მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ გაზეთ „ტრიბუნის“ წინააღმდეგ ასლან აბაშიძის სარჩელის განხილვა ერთი თვით გადადო.

ამის მიზეზი მოსარჩლის წარმომადგენელის ალექსი ბაქრაძის ავადმყოფობა გახდა.

ასლან აბაშიძე და მისი ვაჟი, გაზეთისაგან მორალური კომპენსაციის სახით 200 ათას ლარს ითხოვენ.

ცნობისთვის: გაზეთის ინფორმაციით, გალში შენდება სასტუმრო, რომლის მფლობელი ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგია და მას სეპარატისტებთან კავშირში ედება ბრალი.

„ტრიბუნა“ შესაგებებელ სარჩელს ამზადებს, ვინაიდან ბაქრაძემ ჟურნალისტები სახელმწიფო კანცელარიის შეკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.