საქართველოში უკვე იწყება პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის მზადება.
ნელ-ნელა პრეზიდენტობის პრეტენდენტებიც იკვეთებიან. პარლამენტის წევრი კონსტანტინე გამსახურდია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
ეს განცხადება დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა . მისი თქმით, კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარს დაუჭერს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდება.
თუმცა, გამსახურდიამ დასძინა, რომ პროექტის არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.