რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი “ყირიმის პლატფორმის” სამიტს ეხმაურება და მას ანტირუსულ და უკიდურესად არამეგობრულ ღონისძიებას უწოდებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩვენი ქვეყნისადმი უკიდურესად არამეგობრულია და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები რუსული რეგიონის, ყირიმის მიმართ. ამ მხრივ, ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცალსახაა, როგორც ანტირუსული ღონისძიებისადმი“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, კიევში ყირიმის “პლატფორმის სამიტი” გაიმართა, სადაც მონაწილეობას 46 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებდა. სამიტის მონაწილეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი ოკუპაციის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის შენარჩუნება აუცილებელია.
1. რუსეთს არ უნდა უკვირდეს მის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება, ვთქვათ, საქართველოსაგან, რომლის პრემიერიც მონაწილეობდა ამ ფორუმში. (ოღონდ, გვქონდეს მოლოდინი, რომ რუსეთი ამ "არამეგობრულ ჟესტს" უპასუხოდ არ დატოვებს - ძალიან ბევრი საშუალება აქვს არსენალში - რაც ჩვენთვის ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე მისთვის - ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში).
2. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ალბათ, ისე უნდა იქცეოდეს, როგორც იქცევა - ყირიმი უკრაინააო, უნდა იმეორებდეს ყველგან; მაგრამ მე, როგორც კერძო პირს, არა მაქვს ამგვარი ვალდებულება და ამიტომ ვიტყვი: ყირიმი არ არის უკრაინა!
ყირიმი რომ უკრაინას აჩუქა რეგვენმა ხრუშჩოვმა, რომელიც 37-ან წლებში კრემლისგან ითხოვდა დასახვრეტ უკრაინელთა ლიმიტის გაზრდას კიდევ რამდენიმე ათეული ათასით და შეიძლება ერთგვარ მორალურ კომპენსაციას უკეთებდა ამ "ძღვენით", სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ნახევარკუნძული უკრაინისაა!
(რაც მთავარია, არავითარი ანალოგია არ არსებობს ჩვენთვის წართმეულ აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან!)
3. რაც შეეხება იმას, რომ "ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი ოკუპაციის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის შენარჩუნება აუცილებელია." - სამწუხაროდ, ამგვარი "ზეწოლის" ეფექტურობა არის... 0!
*
უფრო ეფექტური იქნებოდა (საქართველოსა და უკრინის მიმართ დასავლეთის დიდი და უანგარო სიყვარულიდან გამომდინარე!), რუსეთისთვის ომი გამოეცხადებინა ნატოს!..
მაგრამ, რატომღაც, თავს იკავებს ამ ნაბიჯისაგან. ეტყობა, ეზარება მერე მეოთხე სოფლიო ომის დაწყება მშვილდ-ისრით.