კიევში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

კიევში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ​წერს.

„ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ“, - წერს ნინო გიორგობიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობა მიიღო. ღარიბაშვილი სამიტზე სიტყვით გამოვიდა.