გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სახეზეა - კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სახეზეა - კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ

ყველა პოლიტიკურმა ძალამ ნება უნდა იბოძოს და ამ არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ 2024 წლისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები არ მოემზადებიან, 2024 წლისთვის არაფერი განსხვავებული მოცემულობა არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

„ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს სახეზეა, რადგან კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ, ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ასახელებენ. ბუნებრივია, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მათ საარჩევნო შედეგებზე. პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნებათ ვერანაირი პერსპექტივა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა.

ამ პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი ცნობილია საერთაშორისო დონეზე და მათი სავიზიტო ბარათია – სისტემური დანაშაულის მქონე პოლიტიკური ძალა. ბუნებრივია, სანამ სხვა პოლიტიკური ძალები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პერსპექტივა არ ექნებათ არც პარლამენტში, არც საკრებულოში. თვითმმართველობის არჩევნებზე მათი შანსები ძალიან მცირეა, შეიძლება სადღაც საკრებულოში ერთი ან ორი წევრი შეიყვანონ, მაგრამ ეს პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის, ვერ განვითარდებიან, სანამ ასეთ პოლიტიკურ ლაბირინთში ამყოფებთ ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.