ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

„თუ გლობალურ დონეზე ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები შეიძლება განვითარდეს. გამაძლიერებელი დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმის განხილვა, არის თუ არა დამატებითი დოზა ეფექტური.

„მათ, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, დამატებითი დოზა უნდა მიიღონ, თუმცა ისინი მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.

18 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები საჭიროა.

„არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ გამაძლიერებელი დოზები საჭიროა. მათი გამოყენება პრიორიტეტი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

trampi არ  ვიცი  მარტო   მე     ,,მეჩვენება,,   თუ  თქვენც  ასე   ხედავთ----აცრილები  აუცრელების  მიმართ    აგრესიულები  გახდნენ......   გინდათ   თუ  არა  თქვენც  აიცერითო.....  კამათსი  ლამის  უკვე  ცემაზე  გადმოდიან

ეტყობა  ნაღდად  უკვე  ჩიპმა     დაიწყო  მოქმედება(ჯერ   ამ   სახით).....

ზნაჩიტ  ბუდეა ....ჰოოოდა  ეს   უფრო  აფრთხობთ   აუცრელებს   
3 წლის უკან