გივი მიქანაძის განცხადებით, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით 3%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია გადალახავს

გივი მიქანაძის განცხადებით, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით 3%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია გადალახავს

ქუთაისში, საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მისი თქმით, აღნიშნულ კვლევაში 987 რესპონდენტი მონაწილეობდა.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი: „ქართული ოცნება“ - 44,7%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32,6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,1%; „საქართველოსთვის“ 2,9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ -2,6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,5%; „ლელო“ 2,3%; „ევროპული საქართველო“ - 2,2%; „მოქალაქეები“ - 1,5%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1,5%; „გირჩი“ - 0,4%; „ერთიანი საქართველო“ - 0,4%; სხვა პარტიები 3,3%.

ქუთაისში, საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ - 16 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ - 11 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1 მანდატი“, - განაცხადა მიქანაძემ.