გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი ფორმატით, როგორც არ უნდა წარდგეს „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების წინაშე, მარცხი იქნება გარანტირებული

გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი ფორმატით, როგორც არ უნდა წარდგეს „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების წინაშე, მარცხი იქნება გარანტირებული

ნაციონალური მოძრაობა აგებდა და ამის შემდეგაც წააგებს არჩევნებს ორი ძირითადი მიზეზის გამო. ​​მათ მხარეს არ დგას სიმართლე და არ დგას საზოგადოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხდა.

„ვერ გაითავისა ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომ ნებისმიერი ფორმატით, როგორც არ უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე, მარცხი იქნება გარანტირებული. „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო პრაგმატულ პოლიტიკაზე ორიენტირებული, იქედან გამომდინარე თუ რა სჭირდებოდა ქვეყანას და მუნიციპალიტეტებს. ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.