კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მას აეროპორტ „ბორისპოლში“ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დახვედრის ცერემონიაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
როგორც კლიჩკომ „ტელეფრაში“ დაწერა, პროტოკოლის მიხედვით, ის, როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი, მერკელს უნდა დახვედროდა, როგორც ამას კანცლერის კიევში წინა ვიზიტების დროს აკეთებდა.
„მაგრამ ამჯერად არ შემიშვეს. რა თქმა უნდა, ძალით არ შევალ. თუმცა ჩემი, როგორც მერის პრაქტიკაში ეს პირველად მოხდა“, - დაწერა კლიჩკომ.
ანგელა მერკელი კიევში მოსკოვიდან ჩაფრინდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ყოფილი მოკრივე კლიჩკო კიევის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან შეიძლება ეს პოსტი დაკარგოს.