დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3 პროცენტით ნაკლები. ბოლოს ასეთი მძიმე შედეგი ქვეყანას 15 წლის წინ ჰქონდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სანამ პანდემია არ დასრულდება, ინვესტიციების მიმართულებით მატებას არ უნდა ველოდოთ.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში სახელდება, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.
ამასთან სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5 პროცენტი შეადგინა.
ბოლოს ასეთი მძიმე შედეგი ქვეყანას 15 წლის წინ ჰქონდა. მდგომარეობა სავალალოა. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ.
„საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა. თუმცა იქ არის მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის არაეფექტურობაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ნაკლოვანებებზე, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობაზე, პოლიტიკურ ჩარევაზე ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შორის სავაჭრო კანონების შერჩევით აღსრულებაზე და საკუთრების უფლებების საკითხებზე დავების გადაჭრის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ პრობლემების მოგვარებაზე მოშაობას და მიუხედავად ამ არსებული გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში წამყვან პოზიციაზეა, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის საკეთებლად“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაცა ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე პრობლემატური რჩება.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე კი აცხადებს, რომ სანამ კორონავირსუს პამდეია არ დასრულდება, იქამდე უცხოური კაპიტალის მოცულობა იკლებს.
„ინვესტიციები ნადვილად შემცირებულია, გლობალური მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც. ეს სიახლე არ არის და ბუნებირვია, რომ ეს პანდემიურმა პროცესებმა განახორციელა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემია, შესაბამისად ინვესტიციების ნაკადებიც შემცირდება.
სასამართლოსთან მიმართებაში ჩვენ არაერთხელ გვსმენია გარკვეული სკეპტიციზმი, მაგრამ როდესაც საკითხი დგას სასამართო რეფორმასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ რეფორმის პროცესის დამთავრების შემდეგ, ცხადია უფრო მეტი იქნება ნდობა, მაგრამ განსაკუთრებული უნდოდბლობის რაიმე მასობრივი ფაქტები, რომ ინვესტორი დამფრთხალიყო, არ მახსენდება. ცხადია, შესაძლოა, იყოს ერთეულები შემთხვევები, რადგან როდესაც სასამართლო იღებს შედეგს, ორივე მხარე თანაბრად კმაყოფილი ვერ იქნება“, - განაცხადა სილაგაძემ.
2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიშემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზე 303 მლნ დოლარით გაერთიანებული სამეფოა, შემდეგ 200.7 მლნ დოლარით ნიდერლანდები, მესამე ადგილზე 98.4 მლნ დოლარით აშშ. ინვესტორ ქვეყნებს შორისაა: თურქეთი, რუსეთი, გერმანია, მალტა, დანია, ლუქსემბრუგი, პანამა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ აშშ დოლარით.