„იქ, სადაც სააკაშვილია, ყველგან უთანხმეობაა და ამ უთანხმეობის წყარო, ყოველთვის სააკაშვილია - მიდიან და მიდიან მისგან ადამიანები“

„იქ, სადაც სააკაშვილია, ყველგან უთანხმეობაა და ამ უთანხმეობის წყარო, ყოველთვის სააკაშვილია - მიდიან და მიდიან მისგან ადამიანები“

ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შორის უთანხმოება დაიწყო. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის მართლაც არსებობდეს გარკვეული სახის დაპირისპირება, რომლის სათავეც აუცილებლად ყოფილი პრეზიდენტი იქნება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ მელია სააკაშვილს გაემიჯნება, არჩევნებში 2-3%-ით მეტს აიღებს. მან ასევე შეაფასა ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ის თავისი წარსულის მძიმე ცოდვებიდან გამომდინარე არაადეკვატურია.

„ყოველდღიურად ყველა წინადადებაში ხან ტყუილს და ხან ისეთ ბოროტებას ამბობს, რომელიც წარმოუდგენელია შეფასებისთვის. ტყუილი და ბოროტება ამ კაცის საფირმო ნიშანია და თუ რომელიმე პარტია მოახერხებს და გაემიჯნება, შედარებით ადეკვატურები გამოჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში.

გუშინ იყო სიუჟეტი რომელიღაც არხზე და ნიკა მელიამ, პრაქტიკულად, თავის ქმედებით, თავის საარჩევნო ბანერზე, ოფისზე რომელიც გამოაკრა, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ახსენა და ყველამ ვიცით, რომ მათ შორის გარკვეული უთანხმოებებია და თუ ნიკა მელია მას გაემიჯნება, 2-3 პროცენტით მეტს მიიღებს, გამარჯვებაში ვერ უშველის ეს, მაგრამ 2-3%-ს მოუმატებს, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სააკაშვილთან გამიჯვნის შემთხვევაში, მელიას რეიტინგის მომატებასთან დაკავშირებით, მდინარაძის განცხადების პათოსს არ იზიარებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი. როგორც მან For.ge-სთან აღნიშნა, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას რეიტინგი აუცილებლად დაეცემა.

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში, მთავარი დამნაშავე სააკაშვილი იქნება, რადგან, მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ყველა გაურბის, ვისაც მასთან რაიმე კავშირი და ურთიერთობა ოდესმე ჰქონია.

„იქ, სადაც სააკაშვილია, ყველგან უთანხმეობაა და ამ უთანხმეობის წყარო, ყოველთვის, სააკაშვილია. შეუძლებელია ვინმე მასთან მუშაობდეს და ასე არ იყოს. ეს არის პრობლემა, მიდიან და მიდიან მისგან ადამიანები. ვინც ოდესღაც მასთან თანამშრომლობდა, აღარ ბრუნდება. ის, რომ ნამდვილად არსებობდეს უთანხმეობა, ამას არ გამოვრიცხავ. თუ ხმები დადის, დარწმუნებული ვარ, ამას საფუძველი გააჩნია, არა მელიას, უფრო სააკაშვილის გამო.

თუმცა, ის, რომ მდინარაძე ამბობს მელია უფრო მეტს აიღებს, თუ საააკაშვილს გაემიჯნება, ეს არის აბსურდი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არ არის პოლიტიკური პარტია, ესაა რელიგიური სექტა და მისი „გურუ“ არის სააკაშვილი. ყველა ის ხმა, რომელიც გვესმის, სოციოლოგიური კვლევები, სადაც „ნაცმოძრაობის“ უპირატესობა ჩანს, ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ხმები და სხვისი არავისი. თუ მელია გამოვა, ბევრ პროცენტს ვერ აიღებს და „ნაციონალური მოძრაობას“ დარჩება ის ხმები, რომელიც აქვს, როგორც სექტას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ამ ორ ლიდერს შორის შესაძლოა არსებობდეს უთანხმოება, მაგრამ ეს იყოს გარკვეულ საკითხებზე, რაც რეალურად, ნებისმიერ პარტიაშია მოსალოდნელი.

ჩიტაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის გზები გაიყოფა, ეს პარტიის თავმჯდომარის რეიტინგზე არ იმოქმედებს, რადგან, მისი თქმით, მელიას თავისი ელექტორატი ჰყავს, რომელსაც იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ მისი თაოსნობით, „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.

„ჯერ გასარკვევია, როდესაც განმცხადებელი ამბობს, რომ მათ შორის უთანხმოება არსებობს, ეს რას ეფუძნება. ეს შესაძლოა ვინმემ განაცხადოს, მაგრამ ყურადღების მიქცევის მიზნით. შეიძლება რაღაც საკითხებზე ჰქონდეთ უთანხმოება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან პოლიტიკურად იმოქმედოს.

რაც შეეხება მელიას რეიტინგს, მას მაღალი რეიტინგი აქვს და ეს მის რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ვინც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, მისთვის მიუღებელია „ქართული ოცნება.“ აქედან გამომდინარე, მათი აზრით, მელია არის ყველაზე მისაღები ფიგურა, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნება“ დაამარაცხოს. ამიტომ, მგონია, რომ მაინც მელიას დაუჭერენ მხარს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

Katana . სააკაშვილი იგივეა ნაცმოძრაობისთვის, რაც ავტომობილისათვის - ძრავი.
კი, მანქანას ძრავის გარეშეც შეუძლია მოძრაობა, მხოლოდ - თავქვე.
ვინც გადმოვიდა მიშას მანქანიდან (ევროსაქები, სტრატ. აღმაშ. და სხვ.) - რა მოუვიდათ? იგორავეს, სანამ მიშას ინერცია ეყოთ და გაჩერდნენ.
ძალიან მეეჭვება მელიას რაიმე წარმატებისა, მის უკან თუ სააკაშვილი არ იგულისხმა ამომრჩეველმა!
(ეს ისე, სიტყვაზე, თორემ მეტი დარდი არ მოგცათ ღმერთმა!).
2 წლის უკან
trampi რატო ეძახით ჩიტაძეს ექსპერტს?? დაუძახეთ ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვსოო ......... მერე უფრო არ გაბრაზდება ადამიანი მისი ,,ბრძნული ესპერტობით,, ...ეგ ისეთი ექსპერტია როგორც მე ნაციონალური პარტიის წევრი
ბიჯოოოს ...
შარაშენიზე ხოოოდა ეგ სადაური ექპერტია?/.....გაქანებული მიშისტია მიშისტი
მოაშორეთ საერთოდ
2 წლის უკან
ლევკოთეა არჩევნებზე, ხმის მიცემი წინ, რამე ტესტი რომ იყოს ჩასაბარებელი ამომრჩეველის ადექვატურობის დასადგენად, ნაციონალური მოძრაობა 5 პროცენტსაც კი ვერ დააგროვებდა.
2 წლის უკან
Katana . ლევკოთეა :))))))
ნაღდად!
2 წლის უკან