სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება (ვიდეო)

სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება (ვიდეო)

სტიქიით დაზარალებულ აჭარის რეგიონში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩაერთვნენ.

„მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად არის საკუთარი შესაძლებლობები მოახმაროს მათ, მაშინ, როდესაც უჭირთ. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერას ამ კუთხით“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანია უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. ის პირადად გაეცნო აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას. სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის დეტალები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის საკითხები თავდაცვის მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან განიხილა.

სტიქიით მიყენებული ზარალის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით შეიქმნა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შტაბის მუშაობაში ჩართულია შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვისა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.