„იმის მიუხედავად, მმართველი გუნდი მიშელის დოკუმენტს გაანულებს თუ არა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება“

„იმის მიუხედავად, მმართველი გუნდი მიშელის დოკუმენტს გაანულებს თუ არა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მათი კანდიდატი, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას არავის დაუთმობს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ მათი მთავარი კონკურენტი სწორედ კახა კალაძე იქნება და მასთან მოუწევთ ბრძოლის გამართვა.

უდუმაშვილი ასევე თვლის, რომ ახალი საარჩევნო რეფორმის მიუხედავად, მმართველი გუნდი შეეცდება თვითმმართველობის არჩევნები გააყალბოს, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნოს.

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენს კონკურეტებს, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს დავუპირისპირებთ. მეორე - ჩვენ ვიბრძლოებთ, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, რადგან ეს არჩევები მარტო თითმმართველობის არჩევნები არაა, ეს არის არჩევნები, რათა ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს განულებას გაუკეთებს თუ არა. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, ამას წყალი არ გაუვა. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს, თბილისის მერობის კანდიდატი უკვე დასახელებულია. ჩვენი კანდიდატის გარშემო რამდენიმე ოპოზიციური ძალაა გაერთიანებული. იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები დამატებით კიდევ შემოგვიერთდებიან. უახლოეს დღეებში ჩვენს კანდიდატებს რეგიონებშიც წარვადგენთ - აქედან ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებიან, ნაწილი კი ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატები იქნებიან. ახლა გავდივართ ბოლო ეტაპებს ოპოზიციასთან. ასე რომ, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ.

რომელ ოპოზიციურ პარტიებთან გადიხართ კონსულტაციებს კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით?

- ჯერ არ მინდა ბოლომდე გავიხსნა, რადგან მოლაპარაებები მიმდინარეობს. თბილისის გარშემო იცით ვინც არინ გაერთიანებული: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება. ამ პარტიებთან ერთად სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ვთანამშრომლობთ. ასე რომ, ოპოიზიცა გაერთიანდება და გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. ჩვენი ფორმულა ძალიან მარტივია - „ძალა ერთობაშია“.

თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არ იქნება მარტო მერების არჩევნები, თქვენ თვლით, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები? და თქვენთვის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი არაა?

- როგორ არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ კანდიდატებს რატომ დავაყენებთ?! ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს ამ არჩევნებს მეორე მხარეც გააჩნია - არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ ამ არჩევნებზე მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. არც ერთი თვითმმართველობის არჩევნები ამ ფორმულირებით არ ჩატარებულა. ბუნებრივია, ისევე როგორც მერობის, ასევე პროპორციული არჩევნებიც მნიშვნელოვანი იქნება.

„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ კახა კალაძე უკონურენტოა. გვახსოვს, რომ ნიკა მელიამ მერობაზე ბედი ერთხელ უკვე სცადა, თუმცა დამარცხდა. გაუწევს ახლა კონკურენციას, რადგან კვლევების მიხედვით კალაძე ლიდერობს?

- მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელიამ თავისი კონკურენტი გლდანში დაამარცხა. იქაც ხომ კახა კალაძის ფავორიტი იყო? ზუსტად ამ შემართებით დავამარცხებთ კახა კალაძესაც. გასაგებია, რომ ხელისუფლება ფსონს ადმინსტრაციულ რესურსზე, მოსყიდვაზე და ა.შ. დებს, ეს მეთოდები გლდანშიც იყო გამოყენებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნიკა მელიამ დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რაც მთავარია, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ თვენახევარში მოსახლეობა დავარწმუნოთ იმაში, თუ ამ არჩევნებს რა მნიშვნელობა აქვს. ვერანაირი გაყალბება „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის.

რატომ ფიქრობთ, რომ მმართველ გუნდს მოსაგებად გაყალბება დასჭირდება?

- რა თქმა უნდა, მცდელობა ექნებათ. როგორც გააკეთეს 2020 წელს, როდესაც მოსახლეობას გარკვეული თანხის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს ართმევდნენ, იყო გაყალბებული სიები, იყო დაშინებები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებები ძალაში დარჩება. მაგრამ, თუ ხალხი აქტიური იქნება, ვერანაირი გაყალება ვერ იმოქმედებს.

თუმცა, საარჩევნო რეფორმა შეიცვალა სწორედ იმიტომ, რომ გაყალბება აღარ მოხდეს და არჩევნები ახალი რეფორმით ტარდება. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ახალი საარჩევნო რეფორმის ფონზე გაყალბება მოხდება?

- ვერ გეტყვთ, რომ საარჩევნო სისტემა მთლიანად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, ეს არჩევნები რა სისტემით ტარდება, შეიძლება რაღაც ნაბიჯები უკეთესობისკენ გადაიდგა, მაგრამ ამის მიუხედავად, რაღაც ბერკეტები „ქართული ოცნების“ ხელშია. თუნდაც, ცესკოს თავმჯდომარედ „ოცნების“ კანდიდატი დაამტკიცეს. ჩვენ მაქსიმალურად აქტიურები უნდა ვიყოთ, რათა მოსახლეობა არ დარჩეს სახლში და არჩევნებზე მივიდეს.

დღეს ცნობილია, რომ ნიკა მელიას გარდა, კახა კალაძე და „ლეიბორისტული პარტიიდან“ მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებენ. ამ ორი კანდიდატიდან კონკურეტად ვის თვლით?

- მთავარი კონკურენტი, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო კანდიდატია. სწორედ, მასთან გვექნება მთავარი ბრძოლა.

Katana "ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება."

მეც იგივე პრობლემა მაქვს: ლაშა ტალახაძეზე თუ დავამარცხე, აუცილებლად გავხდები მსოფლიო ჩემპიონი!..
2 წლის უკან
Katana შესწ.: მეც იგივე პრობლემა მაქვს: ლაშა ტალახაძე თუ დავამარცხე, აუცილებლად გავხდები მსოფლიო ჩემპიონი!..
2 წლის უკან