„არანაირი გარანტია არ არის იმის, რომ 2008 წლის ომი არ განმეორდება, სამწაუხაროდ შარშან ჩორჩანაში ძალიან საშიშ ესკალაციამდე მივედით“

„არანაირი გარანტია არ არის იმის, რომ 2008 წლის ომი არ განმეორდება, სამწაუხაროდ შარშან ჩორჩანაში ძალიან საშიშ ესკალაციამდე მივედით“

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიდან 13 წელი გავიდა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია დღემდე გრძელდება. ომის შეწვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მცოცავ ოკუპაციას და ტერიტორიების მიტაცებას ერთი წუთითაც არ წყვეტს. 21-ე საუკუნეში ქართველებს საკუთარი მიწებიდან რუსი ოკუპანტები იტაცებენ. არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს, ხოლო გიორგი ოთხოზორია საკუთარ მიწაზე ჩაცხრილეს. ისმის კითხვა - რა მივიღეთ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით და რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? რატომ გააქტიურდა ბოლო დროს რუსეთი საქართველოსთვის სხვადასხვა წინადადებების შემოთავაზებით და ხომ არ ვცილდებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს? ეს კითხვები ომიდან 13 წლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალურია. რუსეთი საქართველოს დათმობას არ აპირებს და ჩვენი ქვეყანა ისევ გამოსავლის ძიებაშია, მტერი ძალიან ახლოს გვყავს და მუდმივად ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს.

რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატიაშვილი თავის სტატიაში წერს, რომ ომის ისტორია 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, როცა დილით რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. მისი თქმით, ეს ფაქტი დასტურდება მრავალი წყაროთი, რომელთა შორის არის: რუსულ პრესაში გაჟონილი ინფორმაცია მთელი რიგი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროდან; ოფიციალური რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც ეხება რუსი ჯარისკაცის სიკვდილს საქართველოს ჯავის რაიონში 7 აგვისტოს დილით; სოხუმის რეჟიმის მეთაურის სერგეი ბაღაფშის მიერ გაკეთებული განცხადება და ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბრები ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრეებს“ შორის, რომელიც ეხება 7 აგვისტოს, ადრე დილით საქართველოში როკის გვირაბით შემოსულ რუსულ სამხედრო კოლონას.

როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა. საქართველოს მზარდი ურთიერთობა დასავლეთთან ნიშნავდა იმას, რომ ცოტა ხანში მისი დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში უკიდურესად რთული გახდებოდა. მოსკოვისთვის ასეთი პერსპექტივა მიუღებელი იყო. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე რაიმე ფორმით კონტროლის აღდგენა მისი საკვანძო სტრატეგიული მიზანია. საქართველოზე სამხედრო თავდასხმა იყო ის ქმედითი დარტყმა, რომლითაც რუსეთმა შეაყოვნა საქართველოს მისგან სამუდამო „გაქცევა“.

საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალების შეჭრა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, წარმოადგენს აგრესიას. ამავე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება აგრესია, აქვს თავდაცვის უფლება. საქართველომ ამ უფლებით ისარგებლა 7 აგვისტოს, გვიან საღამოს, როდესაც თბილისმა დაიწყო რუსული აგრესიის საპასუხო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. რუსული ჯარი საქართველოში უკანონოდ შემოჭრილი იყო ამ ქართული ოპერაციის დაწყებამდე, სულ მცირე, 19-20 საათით ადრე.

კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი და კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, მით უმეტეს „ოცნების“ არგაღიზიანების პოლიტკის პირობებში არ შეცვლილა. კრემლიდან კვლავ იგივე რიტორიკა ისმის და ოკუპანტი კიდევ უფრო აგრესიული მეთოდებით გვებრძვის. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამ არგაღიზიანების პოლიტიკამ გარდა დამცირების და მტერთან ენის მოჩლექვით საუბრისა არაფერი მოგვცა. მისი თქმით, გასაგებია, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც რუსეთთან ურთიერთობის მხრივ შეიცვალა, კარგია, მაგრამ ეს ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე დაიწყო. მან რუსეთთან უვიზო მიმოსვლაც კი დააწესა და რუს ტურისტებს ქვეყანაში თავად ეპატიჟებოდა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის რიტორიკა არ იცვლება. ისინი მეგობრობას გვთავაზობენ, მაგრამ სანაცვლოდ არც აფხაზეთის და არც ოსეთის დაბრუნებას აპირებენ. ამიტომ საუკუნოვანი გამოცდილება ქართველ ხალხს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის იმპერიალისტური ხელისუფლება ძლიერ და გამართულ საქართველოს არასდროს შეეგუება. მათ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ დამონებული და დამცირებული სჭირდებათ.

„13 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ კრემლის იმპერიალისტურ რიტორიკაში შეცვლილი არაფერია. პირიქით, საქართველოს მიმართ მცოცავი ანექსია და ბორდერიზაცია უფრო აგრესიული ფრომით ხორციელდება. რუსეთი 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენს რეგიონში გავლენების მხრივ უფრო გაძლიერდა. უკრაინასთან მიმართებაში რაც მოხდა, ვნახეთ. ამიტომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავს უფრო მყარად და ძლიერად გრძნობს.

სამწუხაროდ, ჩვენც ამაში ხელს არ ვუშლით და ისევ არგაღიზიანების პოლიტიკას განვაგრძობთ, რომელიც არაფერს გვაძლევს. პირიქით, 5 ივლისის მოვლენებმა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნამ და დემონსტრაციულად დაწვამ გვაჩვენა, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში კიდევ უფრო მოძლიერებულები არიან. ამას ის დაემატა, რომ რუსეთმა გახელაძის გათავისუფლება ამდენხნიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ზუსტად ამ მოვლენებს დაამთხვია. ისევ უნდოდათ, რომ მათ მიმართ მადლიერები ვყოფილიყავით. ეს არის ის ვერაგული იმპერიალისტური პოლიტიკა, რომელსაც კრემლი საქართველოს მიმართ არასდროს შეცვლის“, - ამბობს for.ge-სთან კონფლიქტოლოგი.

მისივე თქმით, სააკაშვილის პერსონალური მიუღებლობის გამო ქვეყნის ინტერესები არ უნდა დავაზიანოთ და არასდროს უნდა ვთქვათ, რომ საქართველომ ომი დაიწყო. მისი თქმით, ეს გარემოება ყველაზე კარგად უკრაინის მოვლენებმა აჩვენა. როცა დონბასში და ყირიმში რუსეთმა ომი დაიწყო და უკრაინის ტერიტორიების პირდაპირი ანექსია განახორციელა. ამიტომ, ამ თემაზე დავა, ომი ვინ დაიწყო, ისევ ჩვენს ქვეყანას ავნებს და კითხვის ნიშნების დასმა სახელმწიფოებრივად დიდი შეცდომაა.

„სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დამცველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი ვარ. იმაზე საუბარი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ჯერ ლოგიკურად სრულიად წარმოუდგენელია. რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ჯარი არ შესულა და ომს როგორ დაიწყებდა? თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჯარი ცხინვალში შეეყვანა, მეზობელ ქვეყას ვინ აკითხებოდა, რომ შენს ტერიტორიაზე ჯარი შემოჰყავს? ანუ აქ ელემეტარული ლოგიკაა. მერე მეორე, პუტინს ღიად აქვს გაცხადებული, რომ მისი ოცნებაა და უნდა მისსავე სიცოცხლეში პოსტსაბჭოთა სივრცე აღდგეს. ეს არის რუსეთის დეკლარირებული პოლიტიკა. ამიტომ მათგან წამოსული ნებისმიერი, ვითომ მეგობრული, ნაბიჯი ბლეფია.

ეს ქართველმა ხალხმა ისტორიულად უკვე საუკუნეებია გამოსცადა. რუსების ნდობა არ შეიძლება, ამიტომ დასავლეთში ინტეგრაციის გარდა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესი სხვა არაფერი უნდა იყოს. ეს ვითომ ანტიდასავლური განწყობებიც რუსული სცენარია. ისინი ქართველი ხალხის განწყობებს ცდიან. საქართველოში ეპატაჟურ პირებს გზავნიან და ამით ხალხის განწყობას ტესტავენ. ამიტომაც უნდა შევასრულოთ ის მოთხოვნები და წესები, რასაც დასავლეთი ჩვენგან ითხოვს, სხვაგვარად რუსეთისგან თავის დაღწევას და დაცვას ვერასდროს შევძლებთ“, - ამბობს ბენდიანიშვილი for.ge-სთან.

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნატალი საბანაძე ამბობს, რომ 2008 წელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო. ხოლო ეს ბრძოლა დღემდე გრძლედება. საბანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთს ამ ომის დროს ცალსახა გეგმა ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა და ეს არ იყო რამდენიმე დღეში გადაწყვეტილი სამხედრო მოქმედებები. ისინი ომისთვის უკვე 2006 წლიდან ემზადებოდნენ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო გამოაცხადეს და ასევე ცხინვალსა და აფხაზეთში სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაიწყეს. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების რუსული პასპორტიზაცია დაიწყეს, რათა რუსეთის მოქალაქეები ხელოვნურად შეექმნათ და შემდეგ ამ მოტივით საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვეცია გამართლებული ყოფილიყო.

„რუსები მაშინ ასევე კოსოვოს პრეცედნეტს „მოაჯდნენ“ და ამის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს. არადა ეს აბსოლუტურად განსხვავებული თემა არის. 2008 წელს მათ ე.წ. დოქტრინა გამოიყენეს, რომელიც მაშინ ადამიანების დახმარების ჰუმანიტარული აქტი იყო. რუსებმა კი ეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის გამოიყენეს. სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა და მის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით სამხედრო ძალით შესვლა აბსურდია. ამ ომისთვის მზადება წლების განმავლობაში მიდიოდა. რუსების გეგმა იყო არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ეს იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაბრუნების მცდელობა. საქართველოსთან ომი დასაწყისი იყო, რომელიც მან უკრაინაში გააგრძელა. მაშინ ისმის კითხვა - უკრაინაში რა პროვოკაცია იყო? ამ ქვეყანაში არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მათ ყირიმის ანექსია პირდაპირ და ღიად განახორციელეს. მთავარი მიზეზი 2008 წლის ომის დაწყების ის იყო, რომ ნატოს საქართველო ამ წლებში რუსეთისთვის საგანგაშოდ მიუხალოვდა. ლავროვს და მედვედევს ამ დროს პირდაპირ აქვთ ნათქვამი, რომ ამის წინააღმდეგ ყველაფერს გააკეთებდნენ. ამიტომ თამასა მაღლა ასწიეს და პირდაპირ ომზე წავიდნენ. მაშინ ეუთოში ვმუშაობდი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მიუხედავად გაფრთხილებებისა, მაინც გაოგნებულები დარჩნენ“, - ამბობს ყოფილი ელჩი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩათვალა, რომ რუსეთმა ის დღის წერიგი მიიღო, რომელიც ცივი ომის შემდეგ მსოფლიოში დამყარდა. ეს იყო ოქროს ხანა, როცა საერთაშორისო სამართლის პრინციპები მსოფლიოში გამყარდა. ამიტომ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ რუსეთი ამ რევანშისტულ ნაბიჯზე წავიდოდა. ასევეე დასავლეთმა საქართველოს ომთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა, რადგან არ იყო სათანადო რეაქციები, რამაც უკრაინა-რუსეთის ომამდე მიგვიყვანა.

„საქართველოში ომი 2008 წელს კი დასრულდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის წიანააღმდეგ რუსეთის აგრესია დღემდე არ დასრულებულა. ეს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ყოველდღე გრძლედება. დღეს საქართველოში მსხვერპლია იმის მიუხედავად, რომ პირდაპირ სამხედრო შეტევა არ ხორციელდება. საოკუპაციო ხაზთან ხალხს იტაცებენ, ამცირებენ და ყველა ჩვენი მოქალაქის უფლება დარღვეულია. ე.წ. ბორდერიზაცია კი გრძლედება და არანაკლებ ტერიტორიებს ვკარგავთ, რაც 2008 წლის ომის დროს დავკარგეთ. არანაირი გარანტია არ არის იმის, რომ 2008 წლის ომი არ განმეორდება. სამწუხაროდ, შარშან ჩორჩანაში ძალიან საშიშ ესკალაციამდე მივედით. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, პრაგმატული და ფთხილი პოლიტიკა რუსეთთან უნდა გვქონდეს, მაგრამ აქვე სახელმწიფოს დეოკუპაციის გეგმა უნდა ჰქონდეს. ასევე ძალიან ძლიერი საგარეო პოლიტიკა“, - აბობს საბანაძე for.ge-სთან.

 

GeorgeGot ძლივს ვნახე ამ საიტზე ობიექტური ანალიზი!
2 წლის უკან
Katana :
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ არგაღიზიანების პოლიტიკამ, გარდა დამცირების და მტერთან ენის მოჩლექვით საუბრისა, არაფერი მოგვცა.
---------------
1. შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული ფაქტი, საქართველოს ხელისუფლება როდის დაელაპარაკა რუსეთს "ენის მოჩლექვით"? - ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ არც ენის მოჩლექვით, არც მკაცრად და არც დიპლომატიაში მიღებული ტონალობით საქართველოს ხელისუფლება არ დალაპარაკებია რუსეთის ხელისუფლებას! - ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, თორემ ამაში ვერაფერს ვხედავ თავმოსაწონებელს: იაპონიას თუ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ელაპარაკება მისთვის კურილიის კუნძულების წამრთმევ რუსეთს, ჩვენ უფრო ჭკვანები და მაგრები ვართ?!
----------------
2. რომ იმეორებთ ნაცების ნარატივს, რას ეძახით "არგაღიზიანების პოლიტიკას"? თუ რაიმე საერთაშორისო დონეზე ანტირუსული გაფაჩუნდა, ყველა სანქციას და რეზოლუციას მივუერთდით, ყველგან და ყველაფერში რუსეთის წინააღმდეგ მივეცით ხმა (არ ვაფასებ, ეს კარგია თუ ცუდი), ყველგან და ყველაფერში "ნატო-ნატო" გვაკერია პირზე, ვარეკლამებთ, რა ტიპის იარაღს გვაწვდის ნატო და რა მაგარ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ვატარებთ რუსეთის მთავარ მტერთან (როგორც ოფიციალურად აღიარა ვაშინგტონმა)... კიდევ რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ როგორმე თქვენთვის დამაკმაყოფილებელ დონეზე გაგვეღიზიანებინა რუსეთი?..
იქნებ გნებავთ, რომ გავიმეოროთ მიშას ექსპერიმენტი "08.08.08"? - მაგარი შედეგები იმან მოგვცა!
------------------
"სააკაშვილის პერსონალური მიუღებლობის გამო ქვეყნის ინტერესები არ უნდა დავაზიანოთ და არასდროს უნდა ვთქვათ, რომ საქართველომ ომი დაიწყო."
?
რა უფრო მნიშვნელოვანია: რას ვიტყვით ჩვენ, თუ ის, რა წერია ტალიავინის კომისიის მიერ შედგენილ უზარმაზარ დასკვნაში, რომელსაც დაეთანხმა სააკაშვილის ხელისუფლება და ხელმოწერით დაუდასტურა?! - (ეს კითხვა სამივეს გეხებათ!)
როგორ ფიქრობთ, სადღაც "რუსულ პრესაში გაჟონილ" თქვენს ინფორმაციაზე ნაკლები წყაროები ექნებოდა კომისიას, რომელიც ამდენი თვე იძიებდა ყველა დეტალს და კითხავდა ასობით მოწმეს?
თუ იტყუებოდა ტალიავინის კომისია, რატომ მაშინ არ გააპროტესტეთ და თუ მაშინ ეთანხმებოდით, ახლა ვისკენ იშვერთ ხელს?
საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე რომ მოგვიწოდებს, ძალიან ძლიერი საგარეო პოლიტიკა უნდა გვქონდესო... მაშინ სად იყავით ამდენი "ძლიერი პოლიტიკოსი", როცა ხედავდით, როგორ გადიოდა წვრთნებს ჩრდ. კავკასიაში რუსეთის 58-ე არმია, როგორ ურიგებდნენ საქართველოს შესახებ ბროშურებს იმ არმიელებს, სახელწოდებით - "იცნობდე მტერს!" - ძალიან ძნელი განსაჭვრეტი იყო, რომ ცხინვალში ტანკებით შევარდნას, "გრადების" ცეცხლში გახვევას და გაეროს ეგიდით მყოფ რუსი სამშვიდობოების დახოცვას (არა აქვს მიშვნელობა, ვთვლიდით თუ არა მათ მშვიდობისმყოფელებად!), რუსეთი რომ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის საბაბად გამოიყენებდა?!
და, საერთოდ, რატომ გვეგონა, რომ რუსეთი ასე მარტივად შეეგუებოდა ამ რეგიონიდან მისი სამხედრო ბაზების გაძევებას და მათი ადგილის ნატოს ბაზებით ჩანაცვლების პერსპექტივას?!
ამერიკა შეეგუა კუბაში საბჭოთა რაკეტების დადგმას?!
ელცინის შემყურე ვიღაც თავქარიანებს რომ მოეჩვენათ დასავლეთში, რუსეთი საბოლოოდ მივაჩმორეთო, იმათ ჭკუის სასწავლი მაგალითი მისცა ჩვენი ოკუპაციით პუტინმა: ბაზებიც დააბრუნა საქართველოში, 20 % ტერიტორიაც წაიღო და გასაღებიც ჯიბეში ჩაიდო!
აწი ვურტყათ "კრუგები" აფხაზეთ-სამაჩაბლოს და ვისმინოთ ჩვენი დასავლელი მეგობრების შეშფოთება-აღშფოთებები ოკუპანტი რუსეთის უსაქციელობის შესახებ და ნუგეში, რომ ოდესმე აუცილებლად შევალთ ნატოში და ოდესმე (რუსეთი რომ შეიერთებს, მერე) აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს!..
P.S.
"არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 2008 წლის ომი არ განმეორდება"
აქედან ყველაზე კარგ გამოსავალს, ალბათ, იმაში ხედავთ, ცოცხალი თავით არ დაველაპარაკოთ რუსეთს, უარვყოთ "არგაღიზიანების პოლიტიკა" (პირიქით - მაქსიმალურად გავაღიზიანოთ!), რომ გაიმეოროს 2008 წელი და კიდევ ერთხელ მოიჭრას თავი დემოკრატიული მსოფლიოს წინაშე!
2 წლის უკან
romani კატანა, გეთანხმებით. ძნელია, ამდენ სიცრუეს შეეგუო, თავი გეზიზღება კაცს ხანდახან. რონდელის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, სახელობის ორგანიზაცია, რომლის წიაღში იშვა ის იაკობაშვილი, ვისაც ლომისწილი აქვს შეტანილი იმ ავანტიურის ინიციაციაში, საერთოდ დასახურია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საშიში ინსტიტუტი. და არა მარტო იგი.
2 წლის უკან
Katana . romani, სულ მაინტერესებს, ან როგორ იგონებენ ამდენი დასახელების ინსტიტუტებს, აკადემიებს, საზოგადოებებს, გაერთიანებებს, ასოციაციებს... ან ვინ აფინანსებს, რა საქვეყნო სარგებლის მოლოდინით, და რა ჯდება, საშუალოდ, ერთი ამგვარი ორგანიზაციის რჩენა წელიწადში...
2 წლის უკან