იური ლუჟკოვი, მოსკოვის მერი:
„ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და მივიღოთ გადაწყვეტილება აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისთვის.
როდესაც საუბარი მიდის კოსოვოზე, საუბრობენ სუვერენიტეტის უფლებაზე, მაგრამ როდესაც საუბრობენ აფხაზეთზე, ამ შემთხვევაში აღნიშნავენ, რომ სუვერენიტეტი დაუშვებელია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზების 80-მა პროცენტმა, საკუთარი თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე, რუსული პასპორტი მიიღო.“
შოთა მალაშხია, პარლამენტარი:
„ლუჟკოვს ჰგონია, რომ საქართველო დღეს დასუსტებულია და სახელმწიფოებრიობას ვერ დაიცავს.
ყველამ ნახა, რომ ეს ასე არ არის და იგი გაღიზიანებულია იმით, რომ პირადად მას აჭარა წავართვით და ძალიან მალე აფხაზეთსაც წავართმევთ.“