რა ქონება ეკუთვნოდა საქართველოს სსრკ-ის დაშლის შემდეგ

რა ქონება ეკუთვნოდა საქართველოს სსრკ-ის დაშლის შემდეგ

1991 წლის 4 დეკემბერს მოხდა სსრკ-ის ქონებისა და სახელმწიფო ვალის საბოლოო დამტკიცება, განისაზღვრა მოძმე რესპუბლიკების წილიც.

სსრკ-ის უძრავ-მოძრავი ქონება საზღვარგარეთ 400 მილიარდ დოლარად შეფასდა. აქედან საქართველოს წილი 1,5 მილიარდი დოლარია.

სსრკ-ის მიმართ სხვა სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი დებიტორების ფინანსური ვალდებულებები 150 მილიარდ დოლარზე მეტია.

საქართველოს აქედან 2,5 მილიარდი დოლარი მაინც ეკუთვნის. სსრკ-ის ოქროს და ალმასის ფონდების, სავალუტო რეზერვების და ინვესტიციების ღირებულება თითოეულის რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია.

საქართველოს თითოდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ეკუთვნის.

ასე რომ, საერთო ჯამში საქართველოს რეალურად 5 მილიარდი დოლარი მაინც ეკუთვნოდა.