წუხელ დიღომში აფეთქება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით მოხდა.
სავარაუდოდ, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამასთან, არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომ დამონტაჟებული იყო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამოქმედდა მხოლოდ ერთი, მეორე კი მოგვიანებით გამნაღმველებმა გაავუნებელყვეს.
აფეთქების შედეგად აგურის კედლის ნაწილი, რომელიც საელჩოს ირგვლივ არსებულ კედელს მიმდებარე ტერიტორიისგან ჰყოფს, გამონგრეულია.
აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გლდანის მცხოვრებლებმაც გაიგეს.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
შოთა უტიაშვილს გამომძიებლებმა და სპეციალისტებმა დაათვალიერებინეს ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა.
აფეთქება დიღომში წუხელ, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე მოხდა.