„ოპოზიციის იმედი, რომ აშშ-ს საელჩო და დასავლელი პარტნიორები ოქტომბრის არჩევნებზე მივლენ და ურნაში იმ ბიულეტენს ჩააგდებენ, რომელზეც მათი კანდიდატები იქნებიან შემოხაზული, სრული სისულელეა“ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
მისი ვარაუდით ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ამომრჩეველი უსაქმურ და მავნებელ ოპოზიციას ურნაში მიუჩენს ადგილს.
„გუშინ გვარამიამ კიდევ ერთხელ სცადა, რომ გლავკანალი ოდნავ მაინც მიახლოებოდა ბეგლარას წისქვილს ("მე ვხედავ მზეს"), მაგრამ ვერ მოახერხა. ვერ მოახერხა იმ მიზეზის გამო რომ ბეგლარა და სოსოია ნაცრის ქექვის დროს ზუსტ პროგნოზებს აკეთებდნენ. გვარამიას სტუმარი "პოლიტიკოსები" (ფხუკ) მხოლოდ უაზროდ ჩხაპნიდნენ სტუდიის ნაცარს.
დღეს აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ ცოტა ამოისუნთქეს, რადგანაც იქ სიტყვა "გაბრაზებული" ამოიკითხეს. ჯერ ოპოზიციის "ღლავებს" რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ. არ გაუკეთებიათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილს ჯერ სძინავს და "указание" არ გამოუგზავნია. ისმის გარკვეული "გაბრაზებები" ჩერგოს და წვრილმანი ტიპების მხრიდან, რომლებიც საელჩოს "აწვებიან" და მათ ადანაშაულებენ ოცნების გადაწყვეტილებაში. არადა ამერიკული "გაბრაზება" სწორედაც რომ ნაცების დესტრუქციამ გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში ოცნების ზედმეტად რბილმა ქმედებამ. ოპოზიციის იმედი კი რომ აშშ-ს საელჩო და დასავლელი პარტნიორები ოქტომბრის არჩევნებზე მივლენ და ურნაში იმ ბიულეტენს ჩააგდებენ, რომელზეც მათი კანდიდატები იქნებიან შემოხაზული, სრული სისულელეა. ბიულეტენებს საარჩევნო ურნებში ქართველი ამომრჩეველი ჩააგდებს ხოლო უსაქმურ და მავნებელ ოპოზიციას სხვა ურნაში მიუჩენს ადგილს“ - წერს Facebook - ზე გია გაბრიჭიძე.