იაგო ხვიჩია: ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც აქამდე არ ყოფილან

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც აქამდე არ ყოფილან

მიუხედავად იმისა, რა თქვეს, 43% არის ის ზღვარი, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს.

„საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკა უნდა იყოს შემოსვლა პარლამენტში იმ დოზით, რა დოზითაც არ ყოფილან აქამდე, ყველა უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ბოლომდე უნდა იყვნენ ერთგულები შარლ მიშელის დოკუმენტის. უნდა თქვან, რომ „ჩვენ ვართ პროდასავლელები და „ქართული ოცნება“ არის ანტიდასავლელი“. ყველა წუთი გამოსაყენებელია და ადამიანებისთვის ასახსნელია, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიციამ ეს უნდა გააკეთოს არა გაქცევით, ბოიკოტებით და ა.შ., არამედ პარლამენტში შემოსვლით, საპარლამენტო მუშაობის მართლა დაწყებით, იმის მიღწევით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.