ალეკო ელისაშვილი: ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდითო - მერე რა მოხდება? ეს არის სიცანცარე

ალეკო ელისაშვილი: ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდითო - მერე რა მოხდება? ეს არის სიცანცარე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დატოვება და ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა ოპოზიციის მხრიდან სიცანცარე იქნება.

„რა მოწოდებებიც მესმის ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსისგან, ეს არის მოწოდება სიცანცარისკენ - „აი, გამოდით“ და რა ხდება მერე? მე ბოიკოტში გადასვლას და სიცანცარეს არავის ვურჩევ. ამ თვეების განმავლობაში უპასუხისმგებლოდ იქცეოდა „ნაცმოძრაობა“ და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი. სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ გაუხსნა ხელ-ფეხი „ქართულ ოცნებას“ გამაოგნებელი უპასუხისმგებლობისთვის. ამ ძალებს უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.