ბადრი ჯაფარიძე: რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, შეთანხმების დამრღვევი არის „ქართული ოცნება“

ბადრი ჯაფარიძე: რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, შეთანხმების დამრღვევი არის „ქართული ოცნება“

რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, შეთანხმების დამრღვევი არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარებულ პროცესებში.

ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება" ცდილობს შეთანხმების დარღვევა უსირცხვილოდ გადააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც შეთანხმების ხელმომწერი არ არის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ კავშირში არ არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯთან. „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, „ნაციონალური მოძრაობა“ მას შეუერთდებოდა თუ არა, შეთანხმება შედგა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად თანაბარი ხელმომწერები, ვინც ხელი მოვაწერეთ. ეს არის უსირცხვილო მცდელობა გაადააბრალონ პარტიას, რომელიც არ შეუერთდა შეთანხმებას. რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა"? დამრღვევი შეთანხმების არის „ქართული ოცნება", „ნაციონლური მოძრაობა" რომ არ შეუერთდა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ დამრღვევია „ქართული ოცნება",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.