30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს

30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს

30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.