ნიკოლოზ მჭედლიშვილი:

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: "ოცნების" ეს გადაწყვეტილება მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებული სვლაა

"ოცნების" ეს გადაწყვეტილება მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი "ოცნების" გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. 

მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან. "მიკროფონების რევოლუციაც" ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი. 

,,ვუყურე ცოტა ხანს მაგათ არხებს და გამოვრთე. მოკლედ, ოპოზიცია ძალიან არის დაბნეული "ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, ანულირება გაუკეთოს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას. ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან. "მიკროფონების რევოლუციაც" ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი. დასავლეთის იმედზეც ვერ არიან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთი სთხოვს არჩევნებში მონაწილეობას და მათი ხელისუფლებაში მხოლოდ არჩევნების გზით შესაძლო მოსვლა თუ განახლება ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ კულუარებში. “ოცნების" ეს გადაწყვეტილება მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი "ოცნების" გარეშემო უნდა გააერთიანოს. ჰოდა, ოპოზიციას ამ შექმნილს სიტუაციაში ყველა შესაძლო "ტყვია" გასროლილი აქვს და არ იცის რა ქნას, რას მიედ-მოედოს? ფანჩატურში დაბრუნდეს, ქუჩას დაუბრუნდეს, ისევ გვამებით ეცადოს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება თუ რა? აი, მეც არ ვიცი ოპოზიციამ რა უნდა ქნას.” წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი საკუთარ facebook - ის გვერდზე.

გრიგორი გადაგდება კარგად მოფიქრებული სვლაა "ექსპერტო" ??? ნუთუ არ გაგიგონია"სიტყვის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობს"-ო
2 წლის უკან