მამუკა მდინარაძე: იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

მამუკა მდინარაძე: იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

ყველა ვხედავდით, რომ იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა ჩვეულებრივი სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„​ეს მცდელობა იყო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჯერ ხელი არ მოაწერეს, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, მეორე მხრივ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი უფრო გაზარდეს. ყველაზე პარადოქსული გახლავთ ასევე ის, რომ ყველაზე მეტად აპროტესტებს და ყველაზე კრიტიკულია ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ შეთანხმებას საერთოდ არ შეერთებია და რომელსაც ხელი საერთოდ არ მოუწერია. ამაში მდგომარეობს მთელი ეს პარადოქსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ