თამთა მეგრელიშვილი:  პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ

თამთა მეგრელიშვილი:  პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ

"დიახ, ეს ჟურნალისტები, მედია მფლობელებთან ერთად, ქმნიან და ემსახურებიან კონკრეტული პარტიის შენარჩუნების უნარს, ამ ტელევიზიებში შექმნილი გადაცემათა შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია დამფინანსებელთა ინტერესებთან. მათ მიერ ხდება ინფორმაციული პროპაგანდა, როგორც მიზანმიმართულად მანიპულირებული კომუნიკაცია. - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი  აზრით, გაუგებარია ტელეკომპანია ,,მთავარის’’დირექტორის  ნიკა გვარამიას განცხადება, რომ გამოდიან  სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და უბრუნდებიან მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.

,,ჟურნალისტი მოვალეა პატივი სცეს სიმართლეს და ადამიანის უფლებას - გაიგოს სიმართლე;

ჟურნალისტი მხოლოდ იმ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს, რომლის წყაროც გააჩნია;

ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს და უგულებელყოს მთავარი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები;

პროფესიონალი ჟურნალისტისთვის მიუღებელია ლანძღვა-გინება, იარლიყების მიკერება, ბილწსიტყვაობა, დაუსაბუთებელი ბრალდება;

ჟურნალისტის მიერ სერიოზულ პროფესიულ დარღვევად მიიჩნევა აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანა ...

ეს, იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალია რომელსაც არ ცნობენ

კოლექტიური გვარამიები,

მელაძეები, კვესიტაძეები .

ამ ხალხმა საქართველოში ახალი პროფესია - ფეიკ-ჟურნალისტის და ფეიკ-პოლიტიკოსის ჰიბრიდი ჩამოაყალიბა.

ორ წელზე მეტია რაც ტელე სივრცეში

ნიკა გვარამია, ეკა კვესიტაძე და სხვები პირდაპირი პროპაგანდით ემსახურებიან პოლიტიკური ძალების ინტერესებისა და იდეოლოგიის განმტკიცებას გამოხატავენ რა საკუთარი მფლობელების ინტერესებს, რომლებიც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან.

დიახ, ეს ჟურნალისტები მედია მფლობელებთან ერთად ქმნიან და ემსახურებიან კონკრეტული პარტიის შენარჩუნების უნარს;

დიახ, ამ ტელევიზიებში შექმნილი გადაცემათა შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია დამფინანსებელთა ინტერესებთან (ტელე იმედიის შინაარსობრივი ხასიათი განისაზღვრება მათი მფლობელების ინტერესებით).

დიახ, მათ მიერ ხდება ინფორმაციული პროპაგანდა, როგორც მიზანმიმართულად მანიპულირებული კომუნიკაცია.

დიახ, პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ.

ამ ყველაფერს პირდაპირ აღიარებს ნიკა გვარამიაც როცა ამბობს - "ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს".

განმარტება- სპეციალური რეჟიმით მუშაობა გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის სცენარით ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მუშაობის რეჟიმს.

განმარტება - "ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს" ანუ ვუბრუნდებით ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიისთვის დამახასიათებელ სამუშაო რეჟიმს.

აღიარებითი ჩვენება მიღებულია, მადლობა!’’ წერს facebook - ზე თამთა მეგრელიშვილი.