გია აბაშიძე: მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებდა, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიჰყავდა

გია აბაშიძე: მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებდა, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიჰყავდა

“ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. მათ შორის, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები, აღსრულდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაწერილი ყველა პუნქტი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განხორციელდა ყველა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილება“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის მხრიდან  შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხს. 

მისი თქმით ლოგიკურია, რომ “ქართული ოცნება” ამ შეთანხმებიდან გამოდის.

,,საზოგადოება მიეჩვია "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილების სწორად გაგებას - რასაც ამბობენ, ყველაფერი უკუღმაა. 

"ნაცების" დღევანდელი 'მესიჯბოქსი' - "ქართულ ოცნებას" შეეშინდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, რადგან რეიტინგი აქვს დაბალი, არჩევნები გაუქმდა, ისევ გაყალბდება, გაფორმდა დიქტატურა და ა.შ.

რეალობა: 

“ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. მათ შორის, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები, აღსრულდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაწერილი ყველა პუნქტი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განხორციელდა ყველა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილება. 

მმართველი გუნდი მზად იყო და ახლაც მზადაა კონსტრუქციულ ოპოზიციას შესთავაზოს რიგი საპარლამენტო თანამდებობები და ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის კარი ღიაა.

ამის მიუხედავად, ნაც ოპოზიციამ არ მოაწერა ხელი ევროპული საბჭოს დოკუმენტს, არც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულება იკადრა. მეტიც, სააკაშვილის ადეპტები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ დესტრუქციის გაღრმავებას. და შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩაწერილი ე.წ. 43%-იანი ჩამკეტი ნაც ოპოზიციამ რადიკალიზაციის და საბოტაჟის საყრდენად აქცია. რა გამოდის? მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებს, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიჰყავს. ლოგიკურია, რომ “ქართული ოცნება” ამ შეთანხმებიდან გამოდის. რასაკვირველია, გაგრძელდება რეფორმები სასამართლოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართულებით. კონსტრუქციულ ოპოზიციას თუ სურს საპარლამენტო თანამდებობების განაწილება, ამაზე კონსულტაციების გაგრძელება ძალაში რჩება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება “ქართული ოცნების” კეთილი ნება და არა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს. 43%-იანი "ჩამკეტის" საკითხი ხელოვნურად იყო დაკავშირებული. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და არჩევნების ბედი 43%-ზე არ იქნება მიბმული. ყველა დარწმუნდება, რომ "ქართული ოცნება" 43 პროცენტსაც აიღებს და 53 პროცენტსაც და თუ დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და არა რაიმე ხელოვნურად გამოგონილი მიზეზით.’’ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე facebook - ზე.