ლევან ნიკოლეიშვილი:  თუ ვინმემ დასავლურ კურს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან

ლევან ნიკოლეიშვილი:  თუ ვინმემ დასავლურ კურს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან

სწორედ რომ ნაც-ევრონაცები იყვნენ ისინი, ვინც საერთოდ არ მოაწერა ხელი  შარლ მიშელის  დოკუმენტს. ხვდებიან რომ რაღაც ცუდი ხდება მათ თავს, მაგრამ ბოლომდე  ვერ აცნობიერებენ, თუმცა ჩვეული სტილით ცდილობენ კვლავ ევროპული და ამერიკული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულონ ხელისუფლება“ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ნაციონალური მოძრაობაში და ევროპულ საქართველოში დიდი გაურკვევლობაა. 

,,საშინელი პანიკა, წიოკი და კივილ-წივილია ატეხილი ნაც-ევრონაც პარტიებსა და მათ დეზინფორმაციულ ტელე რადიკალებში: არიქა, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ანულირება გაუკეთაო. ხვდებიან რომ რაღაც ცუდი რამ ხდება მათ თავს, მაგრამ ბოლომდე კი ვერ აცნობიერებენ, თუმცა ჩვეული სტილით ცდილობენ კვლავ ევროპული და ამერიკული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულონ ხელისუფლება, მაგრამ.

  • ავიწყდებათ, რომ თუ ვინმემ დასავლურ კურს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან, ჩამოვთვალო ყველა ცოდვა თუ გვახსოვს?
  • ავიწყდებათ, რომ სწორედ ნაც ევრონაცები იყვნენ ისინი ვინც საერთოდ არ მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს!
  • ავიწყდებათ, რომ ძირითადი პუნქტებზე, ისედაც მიდიოდა მუშაობა და გრძელდება!
  • ავიწყდებათ, რომ ნაცებს და მავნებლებს საერთოდ არცერთ საკითხზე არათუ არ უნდათ მუშაობა/მონაწილეობა, არამედ, მხოლოდ უნიჭო და გულისამრევი სანახაოებებით არიან დაკავებული!
  • 43% საკითხი კი, როგორც ჩანს უფრო მეტის ამღებიც არის „ქართული ოცნება“, ხოლო რიგგარეშე არჩევნების საკითხს, თუკი ამის აუცილებლობა იქნება, საქართველოს კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც გამოგონილი %-ებით.

ახლა, რამდენიც არ უნდა იკივლოს და იწივლოს რადიკალებმა, მხოლოდ ორი გზა რჩებათ:

  1. რევოლუციური, მრავალნაცადი და მუდმივად გამოუსვლელი! ან
  2. არჩევნებში გამარჯვების მიღწევა, თუმცა ესეც მრავალნაცადი და მუდმივად გამოუსვლელი!’’ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ზე.