ეს ნაბიჯი გათვლილია იმაზე, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტად დაპირისპირების ესკალაცია საზოგადოებაში, გამოიწვიოს ქაოსი, ნიჰილიზმი ჩვენს თანამოქალაქეებში, უიმედობის განცდა, რომ შესაძლებელია ასე აბუჩად აგდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ლელო“ „ქართული ოცნების“ მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
„ვიმოქმედებთ პასუხიმგებლიანად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.