აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს“ - წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველო 35 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.