გივი მიქანაძე: კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე

გივი მიქანაძე: კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე

გივი მიქანაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ აღმოჩენილ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია. კომისიის წევრი აღიარებს, რომ გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, თუმცა მათ არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.

„კომისიამ ყველა მიმართულებით, რაზეც ბრალდებების ორკესტრირებული შეტევა იყო წამოსული, ძირითადად რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული განშტოებების მხრიდან, კითხვებს გასცა პასუხი. ყველაზე პრობლემური უბნების გადათვლით დადგინდა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც რომ იყო გარკვეული ხარვეზები და გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.