გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში

მისი თქმით, აღნიშნული კომისიის დასკვნა საზოგადოებისთვის ერთგვარი პრევენციული ზომაა.

„ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ, ობიექტურ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებდა და ამიტომ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გამომდინარე აქედან, ამ დასკვნით პრევენციული ზომა გაკეთდება, რათა სამომავლოდ ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.