ლევან ნიკოლეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს:  როგორ წარმოგიდგენიათ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს  უარს

ლევან ნიკოლეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს:  როგორ წარმოგიდგენიათ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს  უარს

ევროპული ღირებულებების გაუკუღმართება და გაყალბებული წარმოჩენაა მათი მთავარი ამოცანა და მიზანიც! აბა, როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს არა თუ თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს, არამედ იქ უშვებდე, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა,  შენი ქმრის დაშლილ პარტიას მიუჩინა ადგილი. ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტაბულას დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელმაც პროკურატურას  უარი უთხრა 5 ივლისის მასალების გადაცემაზე.

,,ტაბულა არ თანამშრომლობს პროკურატურასთან! „დემოკრატები“, „ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლები“, „ადამიანის უფლებების დამცველები“, „სიტყვის თავისუფლებისა თუ გამოხატვის უფლების თავგადაკლულები,“ პარტია „ევროპული საქართველო“ და კიდევ ვინ იცის რას სახელს არ ირქმევენ საქართველოს პოლიტიკურ ველზე მოთარეშე ადამიანები და რადიკალური ჯგუფები: ზოგს პოლიტიკოსის, ზოგს ჟურნალისტის, ზოგს მედია მენეჯერის, ზოგს პუბლიცისტის და ზოგს ღმერთმა უწყის რა მანტია თუ ნიღაბი აქ მოფარებულ-მიფარებული. რაც მთავარია, სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების გაუკუღმართება და გაყალბებული წარმოჩენაა მათი მთავარი ამოცანა და მიზანიც! აბა, როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, დემოკრატის სახელით პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს არა თუ თანამშრომლობაზე ეუბნებოდეს უარს, არამედ იქ უშვებდეს, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა, სწორედაც მისი ქმრის დაშლილ პარტიას მიუჩინა ადგილი (სხვათა შორის ლომის წილი სწორედ ამ ქალბატონს მიუძღვნის როგორ პარტიის დაშლაზე, ასევე იმ ადგილზე მოხვედრაზეც!)!

p.s.ისე, ვისაც ამ სუბიექტის ქცევა, საუბარი და ლექსიკა მოგწონთ, ასეთები არ გამოგლეოდეთ ოჯახში, ზოგს რძლად, ზოგსაც შვილებად.’’ წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ზე.