გია აბაშიძე: ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა

გია აბაშიძე: ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა "გრეხია"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს ეხმიანება და წერს, რომ  ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს თამარ ჩერგოლეიშვილს   არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, არ სურს დახმარება 5 ივლისის გამოძიების საქმეში.

,,ფსევდო-სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. "ტაბულას" არ სურს პროკურატურასთან თანამშრომლობა, არ სურს დახმარება 5 ივლისის გამოძიების საქმეში. ვითომ ამკვიდრებენ ევროპულ მენტალიტეტს, ფასეულობებს და რეალურად კი საუბრობენ, იქცევიან როგორც ქუჩური მენტალიტეტის სუბიექტები. ჩერგოლეიშვილისთვის პროკურატურასთან თანამშრომლობა "გრეხია", ხოშტარიასთვის პოლიციელი გასალახია და ა.შ. საზოგადოების სამართლიანი გულისწყომა - კანონი ყველასთვის კანონია და რატომ თავხედობენ ეს დესტრუქციული ელემენტები?!’’ - წერ გია აბაშიძე facebooke - ზე.