პაატა იმნაძე: მითხრეს, რომ ადამიანების სპეციალური ჯგუფია, რომელიც ადგილებს იმისთვის ჯავშნიდა, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ

პაატა იმნაძე: მითხრეს, რომ ადამიანების სპეციალური ჯგუფია, რომელიც ადგილებს იმისთვის ჯავშნიდა, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ

გუშინ მითხრეს, რომ ადამიანების ჯგუფია სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანისთვის ინდივიდუალური დაცვა გარანტირებულია.

„ვაქცინაცია ეპიდსიტუაციას რომ დაეტყოს, ამისთვის საჭიროა 30%-მდე მაინც ავიდეს იმუნიზაცია. ჯერჯერობით, ეპიდემიური სურათი ისევე ვითარდება, როგორც აუცრელ პოპულაციაში, მაგრამ ინდივიდუალური დაცვა ყველა აცრილისთვის დღეს გარანტირებულია და დიდი ხანია, ქვეყანაში ეს შესაძლებლობა არის. მესმის, რომ ზოგი ერთ ვაქცინას ელოდა, ზოგი - მეორეს, მაგრამ ახლა ყველაფერია. თუ ადამიანს არ უნდა მძიმედ წაუვიდეს დაავადება, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. დღესაც არის თავისუფალი ადგილები ვაქცინებზე. თბილისში არ არის „ფაიზერზე“ მაგრამ ყოველდღე ემატება ადგილები. ახლა მთავარია ადამიანებმა ირწმუნონ, გუშინ მითხრეს, რომ ადამიანების ჯგუფია სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.