ამირან გამყრელიძე:  იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ - უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით

ამირან გამყრელიძე:  იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ - უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით

იმის ნაცვლად, რომ დღეს წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების აღსრულებით კმაყოფილი არ არის, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა კი ყველამ, მათ შორის, თავადაც უნდა აიღოს.

„თქვენ მხარს დაუჭერთ იმას, რომ დღეს გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი „ლოკდაუნი“ ქვეყანაში? თუ ჩვენ, მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში, არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 000 ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ა.შ. თუ ამას გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ, არ გვექნება. იმის ნაცვლად, რომ დღეს წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.