ფემინისტებო, ჰომოსექსუალებო, „აგრესიულო ლიბერალებო“...  შეერთდით!

ფემინისტებო, ჰომოსექსუალებო, „აგრესიულო ლიბერალებო“... შეერთდით!

[თარგმნა მამუკა გობეჩიამ]
რუსი მწერალი-დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი, (მასზე იყო ნათქვამი обменяли хулигана на Луиса Корвалана) რომელიც დღეს დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ბულგარეთს ადგილობრივ გამომცემელთა მიწვევით ეწვია. მისმა სიტყვამ ”პოლიტკორექტულობის” იდეოლოგიის კრიტიკით, სერიოზული სკანდალი გამოიწვია. გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფრაგმენტი მისი გამოსვლიდან:

”საბჭოთა კავშირის კრახი და დაშლა, რის 20 წლის თავს დღეს აღვნიშნავთ, ჩვენ, დისიდენტებს არ გაგვკვირვებია, მაგრამ შემდგომ მოხდა ძალიან უცნაური რამ. მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის კრახის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრის იდეოლოგია მთელ მსოფლიოში მემარცხენეობისკენ გადაიხარა. ეს გასაგებია, რადგან ფაშიზმი და ნაციზმი, მემარჯვენე იდეოლოგიებთან იგივდებოდა. (სინამდვილეში ეს გაიგივება აბსოლუტურად უსამართლოა, თუმცა ეს სხვა თემაა). კომუნიზმის დანგრევის შემდეგ გვეგონა, რომ პოლიტიკური განწყობები მარჯვნივ გადაიხრებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. 1992-94 წლებში, ევროპაში ხელისუფლებაში მემარცხენეები მოვიდნენ. სოციალური ბლოკის დაშლა დასავლეთში, ახალი, უტპიური იდეოლოგიების გამოჩენას დაემთხვა.

პოლიტკორექტულობა, როგორც საერთაშორისო მოვლენა 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ როგორც მიმდინარეობა იგი ადრეც არსებობდა. მე პირადად მის გავლენას 1983-84 წლებში შევეჩეხე.

ერთხელ, როდესაც ჩემს ლაბორატორიაში მივდიოდი (ბუკოვსკი ნეიროფიზიოლოგია) ორი გოგონა კიბეზე ჩამოდიოდა, ოდნავ შევყოვნდი იმისთვის, რომ მათთვის კარი ღიად დამეჭირა. გოგონებმა შემომხედეს და ზიზღით თქვეს: ”მამაკაცური შოვინისტი ღორი”. მე ვერაფერს მივხვდი და გაკვირვებული დავრჩი. როდესაც ეს ამბავი კოლეგებს მოვუყევი მათ გაიცინეს და მითხრეს. ისინი ბერკლის უნივერსიტეტიდან არიან, იქიდან მოდის ყველა მემარცხენე-რადიკალური მიმდინარეობა. ეს ახალი მოდა-ფემინიზმია. ეს ქალბატონები თვლიან, რომ, როდესაც ჩვენ მათ ისე ვექცევით, როგორც ქალებს, მათ ვამცირებთ.

ფემინისტები გვასწავლიან, რომ ”ქალი” ეს სოციალური კონცეფციაა. კაცები ქალებს ისე რომ ექცეოდნენ, როგორც კაცებს, ქალები კაცებად გადაიქცეოდნენ. ქალებად მათ ჩვენი დამოკიდებულება და საქციელი ქმნის, რომ ქალები-კაცების სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან. ბერკლიში დაბადებული ეს კონცეფცია, საოცრად სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1984 წელს ამაზე გვეცინებოდა, ათი წლის შემდეგ კი მან მთელი მსოფლიო დაიპყრო. ”გენდერული კვლევების” განყოფილებები ყველა უნივერსიტეტმა გახსნა. მე, რომ მკითხოთ სქესთა ურთიერთობაში მილიონი წელია არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს ფსევდომეცნიერებები მამაკაცთა შეცდომების შესახებ ძალიან გამრავლდა, თითქოს ქალებს ისე არ ვუყურებთ და ისე არ ვექცევით.

დაიწყო ნამდვილი დუელი: არ შეიძლება ქალს მივმართოთ ”მისს” ან ”მისის”, იმიტომ, რომ ეს მიმართვა ქალებს, მისი ოჯახური სტატუსის მიხედვით განსაზღვრავს. შემოაქვთ, ინგლისური ენისთვის აუტანელი ”მიზ”... ისინი მუდმივად ახალი სიტყვების ძიებაში არიან და თუ არ ლაპარაკობ ისე, როგორც საჭიროა და გმართებს, მაშინ შენ “მამაკაცური შოვინისტი ღორი” ხარ. ბიბლიაშიც კი ისეთი შესწორებები შეაქვთ, რომ ღმერთი მდედრობითი სქესის იყოს.

საბჭოთა კავშირში მე შეშლილების საზოგადოებას შევეჩვიე, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამერიკული საზოგადოება ნებისმიერ იდიოტურ სიახლეს იმ წუთშივე საყოველთაო აუცილებლობად აქცევს. ამერიკაში, ისევე, როგორც ევროპაში, მოსახლეობა გაუგონრად კონფორმისტულია. ყველაფერი, რასაც გტენიან, უნდა აღიქვა, როგორც ნორმა. წარმატებული, რომ იყო, უნდა გახდე კონფორმისტი. და აი, ამერიკული შაბლონები ვრცელდება ყველგან, როგორც გარდაუვალი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ასახვას უკვე კანონმდებლობაშიც პოულობენ.

ფემინისტები აცხადებენ, რომ მამაკაცები სექსისტები არიან და ქალებს მხოლოდ სექსუალურ ობიექტებად აღიქვამენ. შესაბამისად, რასაც სქესთან აქვს შეხება ამოღებული უნდა იქმნას მამაკაცისა და ქალის ურთიერთობიდან. ფლირტი გამოცხადებულია აგრესიად და ქალების დამონებისკენ მისწრაფებად. დღეს ვერცერთი საწარმოს მეპატრონე, ქალ თანამშრომელთან ერთი ერთზე საუბარს ვერ ბედავს. ასეთ საუბარს უნდა ესწრებოდეს მოწმე, თუ არა და, იგი შეიძლება დადანაშაულებული იქნას სექსუალურ ძალადობაში და შესაბამისად დაემშვიდობება კარიერას და საზოგადოებრივ მდგომარეობას.

ზუსტად ასევე, თავისი მოთხოვნების წამოყენება დაიწყეს სხვა უმცირესობებმაც: ჰომოსექსუალისტებმა, შავკანიანებმა, სექტანტებმა და სხვა. გაჩნდა კანონები ”hate speech”-ის ანუ ”სიძულკვილის ენის” შესახებ, რომელიც საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლს მაგონებს, რომლითაც მე გამასამართლეს.

ნებისმიერი ხსენება რასობრივ განსხვავებაზე ან სექსუალურ მიდრეკილებებზე ”სიძულვილის ენად” გამოაცხადეს. თქვენ არ შეგიძლიათ დაადასტუროთ თვალსაჩინო აზრი და თუ თქვენ ამის შესახებ სახალხოდ ისაუბრებთ, ეს დანაშაულია.

შარშან ინგლისში გააუქმეს საშობაო საზოგადოებრივი ღონისძიებები, იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთის დროშზე გამოსახულია წმინდა გიორგის ჯვარი, რომელიც თითქოს შეურაცხყოფას აყენებს მუსლიმებს, შეახსენებს რა ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ. თვითონ მუსლიმები, მსგავს არაფერს ითხოვენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ჩემი სახლს ახლოს პატარა მაღაზია აქვს, ვიტრინაში თვითონ გამოჰკიდა ჯვაროსნული დროშა, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ის არ ეთანხმება ამ კრეტინულ აკრძალვას, მაგრამ ვინ გაიგებს მის ძახილს?

ამ ყველაფერმა ისეთ ცენზურასთან მიგვიყვანა, რომ შექსპირი ჩვენს დროში ვერაფერს დაწერდა. მისი პიესების ნახევარს უკვე აღარ დგამენ. ”ვენეციელი ვაჭარი” ანტისემიტიზმია, ”ოტელო” - რასიზმი, ”ჭირვეულის მორჯულება” - სექსიზმი... ერთი ლონდონელი მასწავლებელი იქამდეც კი მივიდა, რომ ”რომეოს და ჯულიეტას” უწოდა საზიზღარი ”ჰეტეროსექსუალური სანახაობა” და უარი განაცხადა წაეყვანა მოწაფეები სპექტაკლზე დასასწრებად.

მასობრივ ცენზურას სისხლის სამართლის კანონმდებლობაც უმაგრებს ზურგს. ჰომოსექსუალებზე ხუმრობის გამო შესაძლოა ციხეში მოხვდეთ. მიაქციეთ ყურადღება რა სწრაფად მივიდა საქმე რეპრესიებამდე.

იყო ასეთი ფილოსოფოსი- ჰერბერტ მარკუზე, რევიზიონისტ-მარქსისტი. ის ერთ რამეში არ ეთანხმება მარქსს. მარქსს რევოლუციურ კლასად პროლეტარიატი მიაჩნია, მარკუზე კი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტად რევოლუციური კლასი სხვადასხვანაირი უმცირესობებია. „პათოლოგია უნდა გამოვაცხადოთ ნორმად და ნორმა - პათოლოგიად. მხოლოდ მაშინ შევძლებთ საბოლოოდ დავანგრიოთ ბურჟუაზიული საზოგადოება” -წერდა მარკუზე. აქტივისტები, რომლებიც თითქოს იცავენ უმცირესობათა უფლებებს – ჰომოსექსუალისტური და ფემინისტური ორგანიზაციები – სინამდვილეში არ ზრუნავენ უმცირესობებზე.

როგორც თავის დროზე ლენინი მუშებით, დღეს ისინი სარგებლობენ უმცირესობით, როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის და მისი კონტროლის ინსტრუმენტით. მათ უმცირესობისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენებისთვის. ამერიკაში ჩემი მეგობრის ცოლმა დააფუძნა მოძრაობა ”ამერიკელი ქალები ფემინიზმის წინააღმდეგ”. მან დაიწყო რამდენიმე მეგობარ მანდილოსანთან ერთად, ახლა კი მათ მიერ გამოცემული ჟურნალის ტირაჟი 2 მილიონია. ქალები იწყებენ იმის გაგებას, რომ ფემინიზმი მათი მტერია. რომ იგი ანგრევს მათ ცხოვრებას, ფემინიზმი არ აძლევს მათ საშუალებას, რომ აირჩიონ სასურველი რამ და არა ის, რასაც მათ სხვადასხვა აქტივისტები ახვევენ თავს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ იდეოლოგიასთან, რომელიც პოლიტიკური კორექტულობის აბრის ქვეშ ცდილობს ჩვენი საზოგადოების დანგრევას. რაც უფრო ცუდად გრძნობენ თავს უმცირესობები, მით უკეთესი მათი ლიდერებისთვის. ეს არის მარქსიზმის უბოროტესი ვერსია.

ცენზურამ, რომელიც ”პოლიტკორექტულობის” დამცველებმა დაამკვიდრეს, იხსნა ისინი დიალოგისგან. მე რომ მათთან მეკამათა, რამდენიმე წუთში მოვუთავებდი საქმეს, მაგრამ ვინ მომცემს ამის უფლებას? მე დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიან მოქალაქეს, არ მაქვს საშუალება დავწერო ამ თემაზე სტატია, გამოვცე წიგნი, მივიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ დებატებში იმიტომ, რომ ასეთი დებატები არ იმართება. თქვენ ვერ მოისმენთ პოლიტკორექტულობის მომხრეთა ან მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს, ამ იდეოლოგიას ჩვენ თავს გვახვევენ.

მე არაფერი მაქვს გიჟების საწინააღმდეგო. საგიჟეთებში საკმაოდ ბევრი წელი გავატარე და მათდამი ტოლერანტული ვარ. ერთადერთი ჩემი პირობა ისაა, რომ არ მომახვიონ თავს უცხო იდეები. მახსენდება ჩემი პირველი კამათი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გამომძიებელთან. მაშინ 16 წლის გახლდით. ის შემეკითხა: ”ასე რატომ გეზიზღებით?” მე ვუპასუხე, მე არ მეზიზღებით, უბრალოდ თქვენი არ მჯერა, თქვენ გინდათ ააშენოთ კომუნიზმი - კი ბატონო, ააშენეთ. მე კი არ მინდა! მაქვს თუ არა უფლება, მქონდეს 2 კვარდატული მეტრი, სადაც არ იქნება კომუნიზმი?”