ლეიბორისტებმა რამდენიმე დღის წინ ახალი ინიციატივა გააჟღერეს.
ისინი აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ნესტან კირთაძემ გააკეთა.
კირთაძის ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა ედუარდ კოკოითისთვის. მისი აზრით, ქართველებმა და ოსებმა დიალოგი უნდა დაიწყონ.
ოს ჟურნალისტებთან საუბარში კოკოითიმ განაცხადა, რომ დიალოგი შედეგიანი უნდა იყოს და ის მხოლოდ პიარს არ უნდა ემსახურებოდეს. კოკოითის სჯერა, რომ საქართველოში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები ვისთანაც დალაპარაკება შეიძლება.