„ხომ ცნობილია, რომ ოპოზიციონრები კელი დეგნანის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებსაც კი აგროვებდნენ, რადგან თავიდან არ მოსწონდათ მისი განცხადებები“

„ხომ ცნობილია, რომ ოპოზიციონრები კელი დეგნანის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებსაც კი აგროვებდნენ, რადგან თავიდან არ მოსწონდათ მისი განცხადებები“

„ნაცმოძრაობის“ აქტივი სახლთან რომ მიუვარდა ღარიბაშვილს, ეს ხომ არ არის გამოხატვის თავისუფლება? ეს ძალადობაა, ოჯახთან, ოთხ შვილთან რა უნდათ? შვილებს რატომ ატერორებენ? მივარდნენ კანცელარიასთან და იქ გამოხატონ პროტესტი. ან კიდევ რა უნდათ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ტურისტული მარშრუტია? ეს ხომ პირდაპირ ურტყამს ტურიზმს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

ოპოზიცია იმის წარმოჩენას ცდილობს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ წინააღმდეგობას უწევს დასავლეთს, რომელიც მას სანქციების ენით ელაპარაკება. როგორ ფიქრობთ, ცუდი შუამავლები აღმოჩნდნენ, ვინც დასავლეთთან მიიტანა არასწორი ინფორმაცია (საუბარია, სავარაუდოდ, კელი დეგნანზე), თუ დასავლეთი კვლავაც ვერ გარკვეულა ჩვენს შიდა საქმეებში და ვერც იმაში, რატომ არის ქართველი ხალხი კონსერვატიული?

- დავიწყებ იმით, რომ კონკრეტულად კელი დეგნანი არ არის მოხსენიებული „ქართული ოცნების“ განცხადებაში. ვფიქრობ, ხელისუფლება და სახელმწიფო დეპარტამენტი, თუ საჭირო გახდა, დააზუსტებენ ამ დეტალებს. განცხადებაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, რომ „ქართული ოცნება“ მიჰყვება შარლ მიშელის შეთანხმებას, ტექსტი, რომელიც სასამართლო საკითხებს ეხებოდა, რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და ვერ ვხვდები, რაზე აპელირებს ოპოზიცია. თუმცა პრობლემა რაშიც მდგომარეობს, ჩემთვის გასაგებია და იურიდიულად ეს არის საქართველოს შიდა სუვერენული საკითხი. ჩვენს ოპოზიციას არ გააჩნია სუვერენული თავმოყვარეობა და ამას ნერგავენ საზოგადოებაში, საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების დაზიანებაზე აგებენ პოლიტიკას, ამას ჩვენ ვუყურებთ წლების განმავლობაში, მოსახლეობასთან შიგნით სასაუბრო არაფერი აქვთ და იყენებენ გარე ფაქტორებს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციებზე კონკრეტულად საუბარი არ არის, თუმცა საგანგაშოა ასეთი განცხადებები, ისიც მესმის, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი, აუცილებელია მეტი აქტიური მუშაობა.

სანქციებთან დაკავშირებით ქალბატონი დეგნანი აცხადებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. როცა სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ განცხადებას ავრცელებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა საერთაშორისო სუბიექტების გამოძახილიც. ის, რაც 5 ივლისს მოხდა, ვგულისხმობ ჟურნალისტებზე ძალადობას, ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს. თუკი ვინმეს პოსტი დაიდო საჯაროდ ძალიან მოკლე ვადაში, ერთ-ერთი იყო ჩემი პოსტიც, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. შენ შეგიძლია გააპროტესტო ნებისმიერი საკითხი, მაგრამ ეს უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციის ფარგლებში. სანქციები შეიძლება იყოს, ან არ იყოს გამოყენებული, მაგრამ ეს ხომ პირველად არ ჟღერდება ოპოზიციის მხრიდან, ამაზე ხომ მუდმივად მიდის საუბარი.

ისიც ცნობილია, რომ ოპოზიციონრები კელი დეგნანის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებსაც კი აგროვებდნენ, თავიდან არ მოსწონდათ მისი განცხადებები. ეს ოპოზიცია არა მხოლოდ არაკონსტრუქციული, არამედ არასაგნობრივიცაა, დღევანდელი ოპოზიცია დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების დაზიანებით, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს ჩვენს საზოგადოებას.

რაც შეეხება „პრაიდს“, ალბათ, თავიდანვე იოლი გასათვლელი იყო, რა მოხდებოდა 5 ივლისს და ეს სცენარი ოპოზიციონრებმა, ალბათ, ძალიან კარგად „დაამუშავეს“.

- ვინც გადახედავს ჩემს ფეისბუკ-წერილს, რომელიც „პრაიდის“ დაწყებამდეა დაწერილი, 30 ივნისს წინმსწრებად ვსაუბრობ შესაძლო პროვოკაციებზე, რომ ხარისა და წითელი ნაჭრის ეფექტი ჰქონდა „პრაიდის“ აჟიტირებულად ამ ფორმით ჩატარებას. ვამბობდი, რომ ამასთან დაკავშირებით თანხვედრაში იყო გარკვეული ჩვენი შიდა აქტორების და რუსეთის ინტერესები. ვწერდი, რომ ამ ყველაფრით მოიგებდა რუსეთი, რადგან დაზიანდებოდა საქართველო-დასავლეთის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, ამით მოიგებდა ოპოზიცია და წააგებდა ხელისუფლება. მოძალადეებმა შეიძლება ამით რაღაც მოიგეს, მათ თავიანთი ინტერესები ჰქონდათ და მათ უკან ძალები დგანან. თორემ მოსახლეობის უმრავლესობისთვის რომ კონსერვატიული ღირებულებებია მისაღები და, ამავე დროს, ჩვენ ვართ საკმაოდ ტოლერანტულები, ეს ცნობილია საუკუნეთა განმავლობაში. ჩვენთან უმცირესობები თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ ის, რომ 5 ივლისს ლგბტ უმცირესობების უკან იდგნენ პოლიტიკური ძალები, ჩემთვის ესეც ცხადი იყო „პრაიდის“ კვირეულის დაწყებამდე.

ალბათ, ამ პოლიტიკური „პრაიდის“ გაგრძელება იყო, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივი ღარიბაშვილს სახლთან მიუვარდა.

- ეს ხომ არ არის გამოხატვის თავისუფლება? ეს ძალადობაა, ოჯახთან რა უნდათ? მეუღლესთან და ოთხ შვილთან რა უნდათ? შვილებს რატომ ატერორებენ? მივარდნენ კანცელარიასთან და იქ გამოხატონ პროტესტი. ან კიდევ რა უნდათ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ტურისტული მარშრუტია?! ძალიან კარგად იციან, რომ ეს პირდაპირ ურტყამს ტურიზმს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როცა, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში მართავს პანდემიას და, მეორე მხრივ, ცოცხლდება ტურიზმის სექტორი. პირდაპირ იქ მიდიან პროტესტის გამოსახატად მაშინ, როცა არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება პროტესტის გამოხატვა. „ნაცმოძრაობის“ ოფისთან რომ მივარდნენ, ხომ არ ესიამოვნებათ, ხომ ატყდება ამაზე მთელი ამბავი, რომ ზეწოლაა პარტიაზე? ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის წინააღმდეგ რომ მოხდეს მსგავსი რამ, ეს მიუღებელი იქნება. შარშან თუ შარშანწინ ოპოზიციის ყოფილ ჩინოვნიკს სახლთან მიუვარდნენ, მისი მეუღლე ჟურნალისტია, მაშინაც ეს მიუღებელი იყო ჩემთვის, ყოველთვის მიუღებელი იქნება სახლებთან მივარდნა, ეს არის ოჯახის დატერორება. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, მესამე ძალას ვეძებთ და მესამე კი არა, მეორე ძალაა მოსაძებნი, მეორე საპირწონე, ჯანსაღი პარტიაა მოსაძებნი. დღეს ასეთი არ ჩანს, ესაა საზოგადოების უბედურება.

„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დაიბარეს გამოკითხვაზე და შემდეგ გამოუშვეს, ეს როგორ აღიქმება დასავლეთის თვალში?

- დასავლეთმა ეს ისე უნდა აღიქვას, როგორც ამას მოითხოვს სამართალი და არა ვინმეს სურვილი. ხელისუფლებამ დააკავა 23 პირი, ათობით ადამიანზე ადმინისტრაციული წესით არის სხვა პასუხისმგებლობა დამდგარი. ეს გაგრძელდება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანის დაკავება, რომელსაც ბრალი უნდა წაუყენო, რომელი ბრალიც არ უნდა ჩამოიშალოს სასამართლოზე, თუ ბრალი სათანადოდ გამყარებული არ იქნება არა მხოლოდ ვიდეოკადრებით, არამედ სხვა დამადასტურებელი ფაქტებით, მოწმეთა ჩვენებით, მათი დაკითხვით. ვიდეო ეჭვმიტანილს ადგენს, დანარჩენი უნდა დადგინდეს, დაკითხვები საათობით გრძელდება, ხშირად ერთი დაკითხვა არაა საკმარისი, რამდენჯერმე კითხავენ ეჭვმიტანილს, პლუს, უამრავი მოწმეა დაკითხული, გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას საქმეზე 110 მოწმეა დაკითხული, თითო მოწმის რამდენიმესაათიანი დაკითხვა მიმდინარეობს. მიკვირს ოპოზიციის და ცალკეული ჟურნალისტების, როცა აჩქარებენ. მათ რა სურთ, ბრალწაყენებული ადამიანი გამოუშვას სასამართლომ და მერე ილაპარაკონ, არ დაიჭირესო? დაეხმარონ ჟურნალისტები გამოძიებას. მიკვირს, რატომ არ არის აქამდე ვიდეომასალები, რატომ არ ეხმარება პრესა გამოძიებას, სხვა შემთხვევებში ხომ საკმაოდ აქტიურობდნენ, გამოაქვეყნონ, მიაწოდონ მასალები, იაქტიურონ, ეს მათი ინტერესიცაა. ვინც იძალადა იმ დღეს, მათ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხომ ხედავთ, ქვეყნის იმიჯი ზიანდება. აქ ლგბტ თემაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშეა საერთაშორისო არენაზე. სერიოზული პრობლემები გამოიწვია ამ ძალადობამ. მათ არავინ უშლიდა, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიანად, ან აირჩევდნენ სხვა ადგილს, როგორც შესთავაზა მთავრობამ, თუმცა არ წამოვიდნენ ამაზე.

მივყვეთ მათ ლოგიკას, დავუშვათ, „პრაიდის“ წინააღმდეგ წააქეზა ადამიანები ხელისუფლებამ, ჟურნალისტები ხომ მთავრობის მხრიდან არავის უხსენებია გამოსვლაში, რატომ იძალადეს ჟურნალისტებზე?! ამიტომ ეს ყველაფერი სპეკულაციებია ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რითაც ზიანდება ქვეყანა. დასავლეთი საუბრობს ჰიბრიდულ ომებსა და რუსეთის რბილ ძალაზე, ზუსტად ამით ვეხმარებით რუსეთის რბილ ძალას, როცა ემოციებზე ვათამაშებთ საზოგადოებას და ვაპირისპირებთ ერთმანეთთან. ვინ მოიგო? გადახედონ, თუ არ იცინიან გულში ლავროვი, პუტინი და სხვები. საქმე იქამდე მივიდა, ლავროვი გვაკრიტიკებს ადამიანის უფლებების დაცვის გამო საქართველოში, ეს უკვე აბსურდია, კომიკური სიტუაციაა.

ჟურნალისტებზე ძალადობის უკან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები იდგნენ?

- აქ რომ რუსული ინტერესები იკვეთება, ეს ცხადია. ვერავის დავაბრალებ, რომ ვიღაცამ გარედან უბრძანა ჟურნალისტებზე ძალადობა. მე ვამბობ, რომ თანხვედრაშია ეს ინტერესები. პრორუსული ძალები არც მალავენ ამას. ამ ყველაფრით ისარგებლა რუსეთმა, რადგან რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსა და უკრაინის დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით და დასავლური კურსის მორყევით. ვერ აცნობიერებენ, ვის ეხმარებიან ამით? დავუშვათ, პრობლემები გვაქვს ან დემოკრატიაში, ან სხვა საკითხებში, სად არის აქ ოპოზიციის მხრიდან თანადგომა? რას ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მინიშნებები? რატომ უხარია ეს ოპოზიციას? ეს არის ყველაზე მეტად მიუღებელი და გამაოგნებელი. სანქციების თემით აჟიტირებენ ბოლო 3-4 წელია აქტიურად, რადგან შიდა პოლიტიკური ბრძოლის სხვა რესურსები ამოწურეს. ისეთი ფონია ქვეყანაში, ხშირად საჭირბოროტო თემებზე წერაც კი მეზარება, ფონს უფრო და უფრო ძაბავენ წინასაარჩევნოდ, დღევანდელ დღეს კინკლაობა, ნეგატივი უფრო მოთხოვნადია, ვიდრე უსაფრთხოების თემის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე, საფრთხეებზე საუბარი.

 

 

trampi ხელმოწერები ბოლომდე უნდა შეეგროვებინათ და ეგ საქმეც ბოლომდე უნდა მიეყვანათ.......

ისე კაკრას მაგ ხელმოწერების მერე გადავიდა ნაცების მხარეს
2 წლის უკან