„5 ივლისის მოვლენები გასაპროტესტებელია, მაგრამ რომ ვთქვათ, ამის გამო მხარს დაუჭერენ „ნაცმოძრაობას“ აბსურდია - იმის დაბრუნება არავის უნდა, რაც მანამდე იყო“

„5 ივლისის მოვლენები გასაპროტესტებელია, მაგრამ რომ ვთქვათ, ამის გამო მხარს დაუჭერენ „ნაცმოძრაობას“ აბსურდია - იმის დაბრუნება არავის უნდა, რაც მანამდე იყო“

„თბილისის მერობაზე ნიკა მელია იქნება საკმაოდ სერიოზული კანდიდატი, მაგრამ გააჩნია რას იზამს ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი, ანუ იქნება მხოლოდ მელია ოპოზიციურ ფლანგზე, თუ მელიასთან ერთად იქნებიან კიდევ სხვა კანდიდატები. მგონია, რომ ამ შემთხვევაში კალაძესთან დაპირისპირებით, მელია ბევრს ვერაფერს მოიგებს, თუმცა, ასპარეზზე მისმა გამოსვლამ შეიძლება იმუშაოს ოპოზიციურ პროცენტებზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-ს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, თუმცა, ამის ფონზე, საუბარია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, დედაქალაქის მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია იბრძოლებს. ოპოზიციის რა შანსებზე შეიძლება ვისაუბროთ?

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ ნიკა მელია მოიგებს თბილისი მერის არჩევნებს, მეეჭვება. ამ ეტაპზე, კალაძე უალტერნატივოა. ჯერ კიდევ ბევრი დროა, ისიც საინტერესოა, როგორ წარმართავს მელია თავის საარჩევნო კამპანიას, ისიც საინტერესოა, დანარჩენი ოპოზიცია რა ჭკუაზე დადგება.

იმ შემთხვევაში, თუკი მთელი ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება, იზრდება თუ არა მისი შანსები?

- რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ეს შანსი გაიზრდება, მაგრამ აქ მეორე მხარეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა მელია წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და, როდესაც ერთი ერთზე რჩება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება,“ არჩევანს მოსახლეობა აკეთებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ელიტის ერთიანობა არ ნიშნავს ამომრჩევლის ერთიანობას. ამომრჩეველი შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ჯგუფს ხმას აძლევდეს, მაგრამ როგორც კი ეს ალტერნატივა დგება, იღებს სხვა გადაწყვეტილებას, ანუ პარტიული მოწოდებისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, როგორ წარმოაჩენს თავს ნიკა მელია და როგორ იბრძოლებს მერობისთვის, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ვფიქრობდი, რომ ნიკა მელია არ გარისკავდა და არ წავიდოდა ამ ნაბიჯზე, მაგრამ როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში.“

„ლელოს“ ინიციატივა იყო, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციას ზეპარტიული პირი წარედგინა. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი?

- თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, ეს მგონია შეუძლებელი. ეს არის თეორიული ვარჯიშები პოლიტიკაში. თავისთავად, იდეა შეიძლება მოსაწონი იყოს, მაგრამ არარეალიზებადია.

და მაინც, „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%-ს?

- ამ ეტაპზე, ასეთ ვითარებაში კი, მიიღებს, მაგრამ არჩევნებამდე არის სამი თვე. საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესები განვითარდეს. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ რაღაც მოულოდნელობები არ მოხდება, როგორიც 5 ივლისს იყო, მსგავსი ან უარესი არ განმეორდება. კი, 43%-ს დღეს აიღებდა. რა იქნება ოქტომებერში, ძნელი სათქმელია.

5 ივლისის მოვლენები წინასაარჩევნოდ, „ქართულ ოცნებაზე“ უარყოფითად არ იმოქმედებს?

- არჩევნებზე ეს იმოქმედებს და იმოქმედებდა გაცილებით ეფექტურად, ამ თემას რომ აპროტესტებდნენ ის ადამიანები, რომელთაც ანალოგიური ან უარესი არ ჩაუდენიათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. ოპოზიციის პრობლემა სწორედ ესაა.

5 ივლისის მოვლენები გასაპროტესტებელია, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ამის გამო მხარს დაუჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას,“ აბსურდია, არ გააკეთებენ ამას. ეს ცუდია, მაგრამ იმის დაბრუნება არავის უნდა, რაც მანამდე იყო. ეს არის პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად, ოპოზიციის. ამის გაანალიზება ვერ ხერხდება ოპოზიციაში.

ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც შეიქმნენ იმ იმედით - არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ - თავიანთი შეცდომების გამო, აღმოჩნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე. ამიტომ, პოლიტიკური წონით, მიზიდულობის ძალას იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, არ წარმოადგენენ. როდესაც ასეთი არჩევანია, ისევ და ისევ ურჩევნიათ დახუთული „ქართული ოცნების“ არარადიკალური ზეწოლა, ვიდრე იმის გამეორება, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

trampi მერე აუხსენი ეგ ამ ქაჯ ნაცებს....... აუხსენი

სოფელში კაცი არ იყო და ვირი აირჩიეს მამასახლისადო
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყფებდნენო ..................ისეა ამ ოცნების საქმე
ესენიც გასაყრელები არიან მაგრამ ........................... ნაცებიიიიი????????...
2 წლის უკან