„ბარსელონა“ ისევ ცდილობს გაყიდოს ანტუან გრიზმანი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე - წერს ესპანური Marca.
წყაროს ინფორმაციით, გრიზმანით „პარი სენ-ჟერმენი“ და ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდნენ.
თუმცა, გრიზმანის პარიზულ კლუბში გადასვლას, შესაძლოა, ერთმა გარემოებამ შეუშალოს ხელი. ცნობილია, რომ მას და კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას კონფლიქტი მოუვიდათ და დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
გრიზმანი „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა.