ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე და სატურნირო ბადე ცნობილია.
ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიური თამაშების პირველ ეტაპზე, ATP-ის მსოფლიო რეიტინგის 90-ე ჩოგანს, ესპანელ რობერტო კარაბლეს ბაენას დაუპირისპირდება.
ესპანელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი 1/16 ფინალში ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბაენასა და ბასილაშვილს წარსულში ორჯერ აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები, გამარჯვება ორივე შემთხვევაში ნიკოლოზს დარჩა.
ტოკიოს ოლიმპიადის 1/32 ფინალური შეხვედრა, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ლორენცო კარაბლეს ბაენას შორის, 24 ივლისს, საქართველოს დროით, 06:00 საათზე გაიმართება.